ძალისმიერი სპორტის ისტორია


ძალისმიერი სპორტის ისტორია

           

დასაბამიდან მოყოლებული ადამიანი ყოველთვის ისწრაფოდა ყოფილიყო ძლიერი. საკვების მოპოვებისა და ნადირობის, მეზობელი ტომებისგან თავის დაცვის, თუ გადარჩენისათვის ბრძოლის სხვა შემთხვევებში ფიზიკური ძალა ისევე აუცილებელი იყო, როგორც სწრაფად სირბილი, მიზანში ზუსტად სროლა, გამძლეობა, მოქნილობა, მოხერხებულობა და სხვა თვისებები. ფიზიკური ძალით გამორჩეული ადამიანები განსაკუთრებულ როლს თამაშობდნენ საკუთარი ტომის და ტერიტორიის დაცვაში. ისინი, როგორც წესი თავისი ერის გმირები ხდებოდნენ და დიდი პატივით სარგებლობდნენ საზოგადოებაში. ასეთი გმირების შესახებ მრავალი ამბავია შემორჩენილი სხვადასხვა ერების წერილობით, თუ ზეპირ ისტორიულ წყაროებში, ლეგენდებსა და მითებში.


კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანებს შორის უძლიერესის გამოვლენის მრავალი მეთოდი იყო ცნობილი, რომელთაგან ყველაზე ძველი მეთოდი სიმძიმეების აწევაში შეჯიბრებაა. სიმძიმეების აწევაში სხვადასხვა სახის ვარჯიშები, თამაშობები და შეჯიბრებები ოდითგანვე იზიდავდა ადამიანებს და მას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა მსოფლიო ხალხების კულტურასა და ტრადიციებში. დროთა განმავლობაში ასეთი თამაშობების დიდი ნაწილი დავიწყებას მიეცა ან დღეს მხოლოდ წერილობით წყაროებშია შემორჩენილი, ზოგი საჩვენებელი გამოსვლების და საცირკო ნომრების სახით გვხვდება, ზოგიერთი სახეობა კი დაიხვეწა, გარკვეული წესებით შეივსო და თანამედროვე სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა.


ათლეტიკა (ბერძნულად- άθλητής) ასე უწოდებდნენ ძველ საბერძნეთში ფიზიკური ვარჯიშით ძალისა და სხვა ფიზიკურ თვისებათა განვითარების ხელოვნებას. იმ დროისთვის ათლეტიკური შეჯიბრებების პროგრამაში შედიოდა სიმძიმეების აწევა, კრივი, ჭიდაობა, სიმძიმეების გადაგდება, ბაგირის გადაწევა, ქვის სროლა და ..


ათლეტი ასე უწოდებდნენ ძველი ბერძნები ყველას ვინც სახალხო თამაშებში გამოდიოდნენ და სხვადასხვა პრიზების მოსაპოვებლად ერთმანეთს ძალ-ღონესა და მოხერხებულობაში ეჯიბრებოდნენ.


ძალისმიერი სპორტი- არაოფიციალური კლასიფიკაციით ასე ეძახიან სპორტის იმ სახეობებს, რომლებშიც სპორტსმენები ერთმანეთს სხვადასხვა მოძრაობებით სიმძიმეების აწევაში ეჯიბრებიან. ძალისმიერი სპორტი უძველესი დროიდან ითვლება უძლიერესის გამოვლენის ყველაზე ობიექტურ მეთოდად. ის შეიძლება მივაკუთვნოთ შეჯიბრებების ერთ-ერთ ყველაზე ძველ სახეობას, რომელსაც გამოკვეთილი სპორტული ასპარეზობის სახე აქვს.


 


შ ი ნ ა ა რ ს ი



1.     ძალისმიერი ვარჯიშების და შეჯიბრებების საწყისები

2.     ძალისმიერი ვარჯიშები და შეჯიბრებები აღორძინების ეპოქაში

3.     ძალისმიერი ვარჯიშებიდან სპორტის სახეობების ჩამოყალიბება

 

        ძალოსნობის წარმოშობა


        კულტურიზმის წარმოშობა


        პაუერლიფტინგის წარმოშობა


        გირების სპორტის წარმოშობა


        ძლიერი მამაკაცის წარმოშობა

 

 

P.S.


აღნიშნული თემის მიზანს არ წარმოადგენს ძალისმიერი სპორტის რომელიმე სახეობის გამოყოფა და იმის ახსნა თუ რომელი სახეობაა ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული. თემის მიზანია გავეცნოთ ძალისმიერი ვარჯიშების და შეჯიბრებების საწყისებს და მისგან ძალისმიერი სპორტის სახეობების წარმოშობის ისტორიას.

თემა დამუშავებული იქნა საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციაში. საფ-ის ხელმძღვანელობა სპორტის ისტორიის მკვლევართ და სპორტით დაინტერესებულ პირებს მოგმართავთ თხოვნით მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები და შეხედულებები ამ თემის ირგვლივ.

შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity