მიზნები


მ ი ზ ნ ე ბ ი

_________________________

 


1. საქართველოში პაუერლიფტინგის შემდგომი განვითარება;


2. საქართველოს ჩემპიონატის, საქართველოს თასის, სახელობითი ტურნირების (კ. ზაუტაშვილის, ვ. ბედიაშვილის და შ. ბეჟაშვილის) და სხვა ეროვნული შეჯიბრებების ჩატარება. ქვეყნის მასშტაბით უძლიერესი სპორტსმენების გამოვლენა და ეროვნული ნაკრების დაკომპლექტება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით;


3. ეროვნული ნაკრები გუნდის მომზადება ქვემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის და მათში ღირსეულად მონაწილეობის უზრუნველყოფა:


 

- IPF-ის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები (იხ. www.powerlifting-ipf.com),

- მსოფლიო თამაშები (იხ. www.theworldgames.org),

- არნოლდ ფესტივალი (იხ. www.arnoldsportsfestival.com),


 

შენიშვნა: სამწუხაროდ დღეს ქართულ სპორტში ძირითადი ყურადღება ოლიმპიადაზე და ოლიმპიურ სპორტის სახეობებზეა გადატანილი და ჩამოთვლილი შეჯიბრებები ჩრდილში რჩება მაშინ, როცა თითოეული ეს შეჯიბრება ძალზე პრესტიჟულია და მთელი მსოფლიოს წამყვანი სპორტული ქვეყნების წარმომადგენლებს უყრის თავს;


4. ჩამოთვლილი საერთაშორისო შეჯიბრებებისათვის მოსამზადებელ პერიოდში შესაბამის სალიცენზიო ტურნირებში მონაწილეობა, სასწავლო და საწვრთნელი შეკრებების ჩატარება;


5. საქართველოში საერთაშორისო შეჯიბრებებისა და სხვა ღონისძიებების გამართვა;


6. ფედერაციის წარმომადგენლების მონაწილეობა სემინარებზე და ტრეინინგებზე, მწვრთნელებისა და მსაჯების სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსების გავლა, სხვადასხვა რანგის საერთაშორისო შეჯიბრებებზე სამსაჯოდ ქართველი მსაჯების მონაწილეობა;


7. საქართველოს ნაკრების წევრების სამედიცინო დაზღვევა და სამედიცინო მომსახურება;


8. სპორტში აკრძალული მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენების აღმოფხვრის (ანტიდოპინგურ) ღონისძიებებში მონაწილეობა;


9. მომავალი თაობის ჩაბმა ათლეტურ მომზადებაში, მათი ფიზიკური და სულიერი აღზრდა, ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა და ეროვნული ნაკრებისთვის რეზერვის მომზადება;


10. სპორტის სხვადასხვა სახეობების სპორტსმენთა (როგორც ცალკეული სპორტსმენების ისე გუნდების) ფიზიკურ მომზადებაში აქტიური მონაწილეობა. ფიზიკური (ძალოსნური) მომზადების თანამედროვე, მსოფლიოში მიღებული მეთოდების, დამკვიდრება;


11. მომავალ თაობაში დამნაშავეობის და სამართალდარღვევების წინააღმდეგ მიმართულ პროგრამებში აქტიური მონაწილეობა;


12. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმისკენ მიმართულ პროგრამებში აქტიური მონაწილეობა. პერსპექტიული კანდიდატების შერჩევა, მომზადება და ჩაბმა ეროვნულ და საერთაშორისო ტურნირებში. პარასპორტსმენების მომზადება;


13. პაუერლიფტინგის პოპულარიზაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა საზოგადოების ფართო ფენებში.


 

შენიშვნა: ათლეტიზმი სპორტის სახეობის გარდა სხეულის გაჯანსაღების და ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობების გაზრდის საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ მას სპორტული ღირებულების გარდა მასობრივი სპორტის ეფექტიც აქვს და ხელს უწყობს ჯანმრთელი წესის დამკვიდრებას ახალგაზრდებსა და საზოგადოების ფართო მასებში. თავისუფალი დროის შინაარსიანად გატარებით მოზარდები ჩამოშორდებიან ქუჩის უარყოფით გავლენას, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების დამოკიდებულებას და სხვა მავნე ჩვევებს.


შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity