ძლიერი მამაკაცის წარმოშობა

ძლიერი მამაკაცის წარმოშობა


„ძლიერი მამაკაცი“- (ინგლისურად Strong Man) კონცეფცია 1977 წელს შოტლანდიელმა დევიდ ვებსტერმა შეიმუშავა CBS-ის სატელევიზიო ქსელისთვის და მასმსოფლიოს უძლიერესი მამაკაცი” (World’s Strongest Man) უწოდა. თავდაპირველად WSM იყო სატელევიზიო შოუ, რომლის ორგანიზატორები სხვადასხვა სპორტის წარმომადგენლებს  მათი მრავალმხრივი შესაძლებლობების გამოსავლენად იწვევდნენ. პირველი შეჯიბრებები შედარებით ნაკლებად მოფიქრებული და ერთფეროვანი იყო. დროთა განმავლობაში გაჩნდა ახალი იდეები და მოძრაობები, რომლებსაც საფუძვლად პაუერლიფტინგის მოძრაობები დაედო, ზოგი მოძრაობა კი მითიური ისტორიების განსახიერება იყო.


ძლიერ მამაკაცში სიმძიმეებად ორიგინალური იარაღები გამოიყენება მაგალითად: ქვის ბირთვები, საბურავები, მორები, გაზის ბალონები, ავტომობილები და .. მოძრაობები შეიძლება მიმართული იყოს მეტი გამეორებების შესრულებაზე, მეტი წონის აწევაზე ან სიმძიმის გადატანის სისწრაფეზე. ძლიერი მამაკაცი მოიცავს დაახლოებით 50 სხვადასხვა სახის მოძრაობას, მაგრამ ორგანიზატორები საშეჯიბრო იარაღების და მოძრაობების არჩევაში შეზღუდული არ არიან რაიმე განსაზღვრული მოთხოვნებით. ამის გამო ყოველ ახალ ტურნირზე შესაძლოა ვიხილოთ იარაღებისა და ვარჯიშების ახალი ვარიანტები, რომლებიც არ არის არც ერთ სხვა სპორტში. მაგალითად, მძიმე მორების აწევა და სიგრძეზე გადაგდება, სიმძიმეების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, სავსე კასრების სიმაღლეზე გადაგდება, ქვის დიდი სფეროების აწევა, ავტომანქანის გაგორება და .. ასეთი მოძრაობების შესრულება მხოლოდ ფიზიკურად მრვალმხრივად მომზადებულ სპორტსმენებს შეუძლიათ. მსგავსი მოძრაობები ძალისმიერი ვარჯიშების საწყისებს წააგავს როცა კლასიკური სპორტული სიმძიმეები შტანგა, გირა, ბულდოგები და .. ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი და ათლეტები სხვადასხვა საგნებს ეწეოდნენ. ძლიერი მამაკაცი, როგორც სპორტის სახეობა ერთგვარი ხიდია ძალისმიერი ვარჯიშების საწყისებსა და დღევანდელობას შორის.


           



1995 წელს დევიდ ვებსტერმა სხვა მიმდევრებთან ერთად ჩამოაყალიბაძლიერი მამაკაცის საერთაშორისო ფედერაცია“ (International Federation of Strength Athletes IFSA). იმავე წელს IFSA- დაიწყო ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარება.


უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ძლიერი მამაკაცის მასშტაბური ტურნირები მხოლოდ საერთაშორისო დონეზე ტარდება. ამის მიზეზი ის არის, რომ ეს ჯერ კიდევ ახალგაზრდა სპორტის სახეობაა და ცალკე აღებულ არც ერთ ქვეყანაში ჯერ არ არიან იმ რაოდენობის კვალიფიციური სპორტსმენები, მწვრთნელები და მსაჯები, რომ ეროვნული ჩემპიონატები დიდი მასშტაბით ჩაატარონ. საყურადღებოა ისიც, რომ ძლიერ მამაკაცში მოასპარეზე სპორტსმენების დიდი ნაწილი თავიდან პაუერლიფტინგში, ძალოსნობაში ან ბოდიბილდინგში ვარჯიშობდა.


დღეისათვის ძლიერი მამაკაცის ყველაზე ავტორიტეტულ ორანიზაციად WSM ითვლება (იხილეთ: http://www.theworldsstrongestman.com), რომლის ტურნირები გადაიცემა ESPN, ESPN2 და FIVE ტელეარხებით და ითვლება ყველაზე გაშუქებად შოუდ სპორტის ამ სახეობაში.


2002 წელს ძლიერი მამაკაცი შეტანილი იქნა არნოლდ ფესტივალის პროგრამაში (იხილეთ: http://www.arnoldsportsfestival.com).

შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2018
mycity