გირების სპორტის წარმოშობა

გირების სპორტის წარმოშობა


XIX საუკუნის ბოლოსთვის ძალისმიერი ვარჯიშების იარაღებიდან შტანგის გარდა პოპულარული იყო გირებიც. გირებს, როგორც წესი სფეროსებური ფორმა და ხელის მოსაკიდებელი სახელური აქვს. სპორტის ისტორიის ბევრი მკვლევარის აზრით გირების წარმომავლობა ისევე, როგორც განტელების საბერძნეთს უკავშირდება. ძველი ბერძნები ანტიკურ ოლიმპიურ თამაშებში იყენებდნენ სიმძიმეებს, რომლებიც თავისი მომრგვალო ფორმებით წააგავდა თანამედროვე სპორტულ გირებს.


თანამედროვე ფორმის გირები პირველად XVIII საუკუნეში რუსეთში იქნა დამზადებული. რუსმა მეზარბაზნეებმა, რომლებსაც ზარბაზანში ბირთვის ჩასატენად დიდი დრო და ენერგია ეხარჯებოდათ გადაწყვიტეს ბირთვზე ხელის მოსაკიდი რგოლი დაემატებინათ. დროთა განმავლობაში მეზარბაზნეებმა ასეთი ბირთვებით ვარჯიშები დაიწყეს, რაც მალე საზოგადოებაშიც გავრცელდა.


გირებით ვარჯიშები ხელს უწყობს კუნთური ძალის განვითარებას და სახსრების გაძლიერებას, რის გამოც ის თავიდანვე სხვადასხვა სპორტის სახეობაში სავარჯიშო იარაღად გამოიყენებოდა. XIX საუკუნის ბოლოსთვის გირებით ვარჯიში იმდენად პოპულარული გახდა, რომ სავარჯიშო დანიშნულების გარდა შეტანილი იქნა ძალოსნობის საშეჯიბრო იარაღებში. ძალოსნობის საწყის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პროგრამებში შეტანილი იყო გირის აწევა ერთი ხელით, ორი გირის აწევა ორი ხელით, გირის განგაშლა და სხვა მოძრაობები. გირები ძალოსნობის საშეჯიბრო იარაღებში XX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩა. 1925 წელს კლასიკური ძალოსნობის წარმოშობის შემდეგ მისი საშეჯიბრო პროგრამიდან გირები ამოღებული იქნა და ერთადერთ საშეჯიბრო იარაღად შტანგა იქნა დამტკიცებული. ამის შემდეგ გირებით ვარჯიშებმა დამოუკიდებლად განაგრძო განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ გირებით ვარჯიშებს ძალისმიერ ვარჯიშებში უძველესი დროიდანვე წამყვანი ადგილი ეკავა, დამოუკიდებელ სპორტის სახეობად ის მხოლოდ 90-იან წლებში ჩამოყალიბდა. ამგვარად, ძალისმიერი ვარჯიშებიდან წარმოიშვა კიდევ ერთი სპორტის სახეობა, რომელსაც გირების სპორტი ეწოდა.


თანამედროვე სპორტულ გირებს სტანდარტული წონები აქვს და შეიძლება იყოს 4, 8, 12, 20, 24, 28,32, 36, 40, 48, 56 კილოგრამი, მაგრამ გირების სპორტში შეჯიბრებები მხოლოდ 16, 24 და 32 კილოგრამიანი გირებით იმართება. სტანდარტული წონის გარდა სპორტულ გირებს უნდა ქონდეს სტანდარტული ზომები და შეფერილობა, კერძოდ:


16კგყვითელი


24კგმწვანე


32კგწითელი



საშეჯიბრო გირები



გირების სპორტში შეჯიბრებები სხვადასხვა პროგრამით ტარდება:


) ორჭიდიორი გირის აკვრა ორი ხელით და ერთი გირის ატაცი ჯერ ერთი მერე მეორე ხელით შეუჩერებლად;


) გრძელი ციკლიორი გირის აკვრა ორი ხელით და გირის მოკლე დაშვება;


) გირით ჟანგლიორობაკაცებში გამოიყენება 24კგ და ქალებში 16კგ გირები.




ორი გირის აკვრა ორი ხელით

ორჭიდის I მოძრაობა


გირის ატაცი ჯერ ერთი მერე მეორე ხელით

ორჭიდის II მოძრაობა, სრულდება შეუჩერებლად




1992 წელს შეიქმნაგირების სპორტის საერთაშორისო ფედერაცია” - IUKL (იხილეთ: http://www.giri-iukl.com).

 

ევროპის I ჩემპიონატი გირების სპორტში ჩატარდა 1992 წელს.


მსოფლიოს I ჩემპიონატი გირების სპორტში გაიმართა 1993 წელს.


2009 წლიდან გირების სპორტი შეტანილია საერთაშორისო სპორტული თამაშების TAFISA- პროგრამაში (იხილეთ: http://www.tafisa.net).


დღეისათვის გირების სპორტი გავრცელებულია მსოფლიოს 20-ამდე ქვეყანაში.

შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2018
mycity