კულტურიზმის წარმოშობა

კულტურიზმის წარმოშობა

XX საუკუნის 20-იანი წლებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ ათლეტიკურ კლუბებსა და სალონებში უკვე გაჩნდა სიმძიმეებზე ვარჯიშის მრავალი განსხვავებული მეთოდი და სისტემა, რამაც ხელი შეუწყო სხვადასხვა მიმართულებების წარმოშობას. მაშინ როცა ძალოსნები დიდ სიმძიმეებზე ვარჯიშობდნენ და მაქსიმალური წონების დაძლევას ცდილობდნენ, ათლეტების ერთი ნაწილი აწეულ სიმძიმეს ყურადღებას არ აქცევდა და ძირითადი აქცენტი სხეულის გარეგან სახეზე და კუნთური მასის შეცვლაზე ქონდა გაკეთებული. მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ ორივე შემთხვევაში შედეგის მისაღწევად ვარჯიშების სრულიად განსხვავებული მეთოდი იყო საჭირო. ამგვარად 20-იანი წლების ბოლოსთვის ძალისმიერი ვარჯიშებიდან წარმოიშვა ახალი სპორტის სახეობა, რომელსაცკულტურიზმიეწოდა. თუ კი ათლეტებს, რომლებიც ერთმანეთს სიმძიმეების აწევაში ეჯიბრებოდნენ ძალოსნებს ეძახდნენ, ათლეტებს, რომლებიც სხეულის ფორმების დემონსტრირებას ახდენდნენ კულტურისტები შეარქვეს. მართალია კულტურისტები სიმძიმეებით ვარჯიშობენ, მაგრამ ისინი ერთმანეთს სიმძიმეების აწევაში არ ეჯიბრებიან, ამიტომ თავად კულტურიზმი ძალისმიერ სპორტის სახეობებს არ მიეკუთვნება ის სრულიად ახალი მიმართულებაა. თანამედროვე ტერმინოლოგიით კულტურიზმს ბოდიბილდინგსაც ეძახიან, რაც ინგლისური სიტყვაა (Bodibilding) და სხეულის მშენებლობას ნიშნავს.

 

 

მსოფლიოს წამყვანი კულტურისტები

Mr. Olimpia 2010-ზე გამოსვლის დროს



კულტურიზმის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა IFBB (იხილეთ: http://www.ifbb.com).


1965 წლიდან IFBB ატარებს კულტურიზმის სფეროში ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებას Mister Olympia (იხილეთ: http://mrolympia.com).


1989 წლიდან კულტურიზმი შეტანილია არნოლდ ფესტივალის პროგრამაში (იხილეთ: http://arnoldsportsfestival.com).


შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2018
mycity