3. ძალისმიერი ვარჯიშებიდან სპორტის სახეობების ჩამოყალიბება


1.      ძალისმიერი ვარჯიშებიდან სპორტის სახეობების ჩამოყალიბება


სიმძიმეების აწევაში შეჯიბრება სხვა შეჯიბრები სახეობებისგან იმითი განსხვავდება, რომ მასში წარმატების მისაღწევად რეალურ მოწინაარმდეგესთან უშუალო შეხვედრა საჭირო არ არის. ათლეტმა უნდა დაამარცხოს რეკორდი ანუ საუკეთესო შედეგი რის გამოც ასეთ პაექრობაში ნებისმიერს შეუძლია ჩაერთოს. როცა ამა თუ იმ ქვეყაში ძალღონით გამორჩეული ათლეტი გებულობდა, რომ სხვა ქვეყანაში მისმა კოლეგამ რომელიმე მოძრაობით დიდი სიმძიმე დაძლია, ყოველმხრივ ცდილობდა მისი შედეგის გაუმჯობესებას. ძალისმიერი ვარჯიშების ასეთმა თავისებურებამ ხელი შეუწყო მისი სავარჯიშო და სანახაობითი სახეობიდან საშეჯიბრო სახეობად გარდაქმნას.


ძალისმიერი ვარჯიშებიდან სპორტის სახეობების წარმოშობა 1860 წლიდან დაიწყო, როცა ევროპაში, ამერიკაში, კანადასა და ავსტრალიაში შეიქმნა პირველი ათლეტური წრეები, სალონები და კლუბები. იმ დროისთვის ძალისმიერი ვარჯიშები ათლეტიკის ნაწილი იყო ამიტომ ათლეტური წრეები და სალონები მარტო ძალისმიერ ვარჯიშებზე არ იყო გათვლილი. მათში ათლეტები სიმძიმეებზე ვარჯიშის გარდა ჭიდაობასა და კრივში ვარჯიშობდნენ. მართალია ასეთი მრავალფეროვნება აფერხებდა ძალისმიერი სპორტის განვითარებას, მაგრამ მიუხედავად ამისა ასეთი კლუბების საქმიანობა ძალიაან მნიშვნელოვანი იყო. ამ კლუბებში მზადდებოდა და იხვეწებოდა სხვადასხვა სახის სავარჯიშო იარაღები, ვითარდებოდა ვარჯიშის მეთოდები, სრულყოფილ სახეს იღებდა საშეჯიბრო წესები, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ძალისმიერი ვარჯიშებიდან სპორტის სახეობების ჩამოყალიბებაში.

 

ვლადისლავ კრაევსკის ათლეტიკური დარბაზი

(ქ. პექერბურგი, XIX საუკუნის II ნახევარი


ათლეტიკური დარბაზი

(ქ. კიევი XX საუკუნის დასაწყისი)


XIX საუკუნის მეორე ნახევარში სიმძიმეებით ვარჯიშები ისე გავრცელდა საზოგადოებაში, რომ მედიცინის წარმომადგენლები და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები სულ უფრო მეტს წერდნენ ასეთი ვარჯიშების მნიშვნელობასა და მის დადებით გავლენაზე, როგორც ძალის მომატების, ისე ადამიანის ჯანმრთელობისა და საერთო ფიზიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით. ძალისმიერი ვარჯიშები სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით ასაკობრივ შეზღუდვებს არ აწესებდა, ამიტომ ვარჯიშებში აქტიურად ერთვებოდნენ, როგორც ახალგაზრდები ისე 40 წელს გადაცილებული ადამიანები.


ასეთი პოპულარობის მიუხედავად, ძალისმიერი ვარჯიშებიდან კლასიკური სპორტის სახეობის ჩამოყალიბება მაინც ნელი ტემპით მიდიოდა რაც გამოწვეული იყო შემდეგი გარემოებებით:


) სიმძიმეებით ვარჯიშებში სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა იარაღები გამოიყენებოდა: შტანგები, გირები, რკინის ღერძები, თუჯის ბულდოგები, განტელები, ქვის ან ლითონის ბირთვები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და სამეურნეო საგნები და ა.შ. მაგალითად, ბავარიელი ლუდის მწარმოებლები ერთმანეთს ლუდით სავსე კასრების აწევაში ეჯიბრებოდნენ. ასევე გავრცელებული იყო ვაგონის ღერძის აწევა და .. იარაღების ასეთი მრავალფეროვნების პირობებში სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა იარაღი იყო პოპულარული, რის გამოც გაძნელებული იყო საშეჯიბრო იარაღების გამორჩევა. ამას ემატებოდა ისიც, რომ მსგავსი იარაღებით შეჯიბრებების დროს სიმძიმის მომატება ან მოკლება ვერ ხერხდებოდა.


) სიმძიმეებით ვარჯიში მრავალ და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ მოძრაობებს მოიცავდა. ამ მოძრაობებიდან სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მოძრაობებს ანიჭებდნენ უპირატესობას, რის გამოც პირველი შეჯიბრებები სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულ მოძრაობებში იმართებოდა. საერთო საშეჯიბრო მოძრაობები ჯერ კიდევ არ იყო გამოყოფილი და სტანდარტული.


სიმძიმეებით ვარჯიშებში შედიოდა შემდეგი მოძრაობები:

შტანგის ატაცი ერთი ხელით

შტანგის აჭიმვა ორი ხელით

შტანგის ატაცი ორი ხელით

შტანგის აკვრა ორი ხელით

შტანგით ჩაჯდომა

შტანგით წოლჭიმი

შტანგის ამოწევა

გირების აკვრა ორი ხელით

გირის აჭიმვა ერთი ხელით

გირების აწევა ორი ხელით და განგაშლა ჰორიზონტალურად

გირის განგაშლა ერთი ხელით

ბულდოგით შესასრულებელი მოძრაობები

და ა.შ.


გირის განგაშლა - განსაკუთრებული მოძრაობაა, რომელიც გირის გამოყენებით, შემდეგი წესით, სრულდება: ათლეტმა გირა ერთი ხელით იატაკიდან ჯერ მხართან უნდა მიიტანოს, შემდეგ კი ჰორიზონტალური მოძრაობით გააკეთოს განგაშლა იდაყვის სრულ გაშლამდე

გავრცელებული იყო ასევე შეჯიბრებები მოძრაობის გამეორებებში ე.ი. ვინ უფრო მეტჯერ აწევდა ერთი და იგივე წონას.

) 1905 წლამდე არ იყო გამოყოფილი წონითი კატეგორიები, რის გამოც შეჯიბრებებში მონაწილე ყველა წონის სპორტსმენს ერთ ჯგუფში უხდებოდა გამოსვლა. ასეთ პირობებში მძიმე და მსუბუქი წონის სპორტსმენები არათანაბარ პირობებში ექცეოდნენ რაც ეწინააღმდეგება სპორტული შეჯიბრების ძირითად პრინციპებს.

) არ იყო შემუშავებული შეჯიბრებების ჩატარების ერთიანი წესები რის გამოც სხვადასხვა ქვეყანაში შეჯიბრებები სხვადასხვა წესებით ტარდებოდა და სპორტსმენების ობიექტური შეფასება ვერ ხერხდებოდა.

) არ არსებობდა ერთიანი და ძლიერი ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც კოორდინაციას გაუწევდა სხვადასხვა ქვეყნის ათლეტური კლუბების საქმიანობას, შემოიღებდა საერთო და სტანდარტულ წესების სისტემას, გადაწყვეტდა არსებულ პრობლემებსა და იზრუნებდა ძალისმიერი სპორტის შემდგომ განვითარებაზე.

იყო კიდევ სხვა მრავალი გარემოება, რაც აფერხებდა ძალისმიერი ვარჯიშებიდან სპორტის ჩამოყალიბებას, მაგრამ ძირითადი მაინც ) და ) პუნქტებში აღნიშნული საშეჯიბრო იარაღების და მოძრაობების მრავალფეროვნება იყო. შეიძლება ითქვას, რომ საშეჯიბრო იარაღებისა და მოძრაობების შერჩევის პროცესმა განსაზღვრა ძალისმიერი ვარჯიშებიდან სპორტის სახეობების ჩამოყალიბების საკითხი.

ძალისმიერი ვარჯიშებიდან სპორტის სახეობად პირველი ძალოსნობა ჩამოყალიბდა, მაგრამ ძალისმიერი ვარჯიშების განვითარების პროცესი ამით არ დამთავრებულა. ძალისმიერი ვარჯიშები იმდენად მდიდარი და მრავალფეროვანი იყო სპორტული იარაღებითა და სავარჯიშო თუ საშეჯიბრო მოძრაობებით, რომ მისგან ძალოსნობის გარდა კიდევ  რამდენიმე სპორტის სახეობა წარმოიშვა. ამგვარად XX საუკუნის სხვადასხვა პერიოდში საზოგადოებამ გაიცნო სპორტის ახალი სახეობები კულტურიზმი, პაუერლიფტინგი, გირების სპორტი, ძლიერი მამაკაცი და ა.შ. რომლებიც განვითარდნენ და დღემდე სხვადასხვა წარმატებით აგრძელებენ არსებობას.



ძალისმიერი ვარჯიშების ძირითადი იარაღები


 

ძალისმიერი ვარჯიშების იარაღები XX საუკუნის დასასრულისთვის


გირები და განტელები


ვარჯიში ლითონის ბულდოგით

ფოტოზე კულტურიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი

ფრიდრიხ მიულერი (1867-1925წწ.)


სფეროებიანი შტანგა


ცნობილი ათლეტი ბრუს ვაითი

ასრულებს ამოწევას ვაგონეტის ღერძით


ლეგენდარული ათლეტი პოლ ანდერსონი

მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ძალოსნობაში

ასრულებს ჩაჯდომას შტანგისმაგვარი კუსტარული სიმძიმით



ძალისმიერი ვარჯიშების სახეე


                                                   

შტანგის ატაცი ერთი ხელით      ბულდოგის აჭიმვა ერთი ხელით          გირის აჭიმვა ერთი ხელით


შტანგის აკვრა ორი ხელით

(ფოტოზე ბერძენი ათლეტი დიმიტროს ტოფალოსი - 1906წ.)


შტანგის აჭიმვა ორი ხელით


ჩაჯდომა

(ფოტოზე კანადელი დაგ ჰეფბორნი)


წოლჭიმი

(ფოტოზე კანადელი დაგ ჰეფბორნი)


ამოწევა

(ფოტოზე კანადელი ბენუა კოტე)


ქვის ბლოკის ამოწევა და გირის განგაშლა ერთდროულად


შტანგის ატაცი ერთი ხელით და

ლითონის ბლოკის განგაშლა ერთდროულად

შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2018
mycity