2. ძალისმიერი ვარჯიშები და შეჯიბრებები აღორძინების ეპოქაში


1.      ძალისმიერი ვარჯიშები და შეჯიბრებები აღორძინების ეპოქაში


ჩვენი წელთაღრიცხვის V საუკუნიდან აღორძინების ეპოქამდე ათლეტიკის ან ათლეტური შეჯიბრებების შესახებ მონაცემები თითქმის აღარ მოიპოვება. შუა საუკუნეებში ფიზიკური ვარჯიშებიდან მხოლოდ ცხენოსნობა, ფარიკაობა და ზოგან ცურვა გვხვდება. ასევე გავრცელებულია ნადირობა და მშვილდოსნობა, მაგრამ არცერთი მათგანი არ შეიძლება ათლეტიკას მივაკუთვნოთ. შემდეგი ინფორმაცია ათლეტიკაზე აღორძინების ეპოქის ბრიტანეთში ჩნდება, როცა XIV-XV საუკუნეების ბრიტანულ ჯარში შემოღებული იქნა რკინის ღერძით და სხვა სიმძიმეებით ვარჯიშები. ასეთ ვარჯიშებს განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჯარისკაცების მომზადებაში.


მამაკაცის სიძლიერე დიდად ფასობდა აღორძინების ეპოქის შოტლანდიაშიც, სადაც არსებობდა .. “ოქროს წესი”. შოტლანდიელები ჭაბუკებს მამაკაცად არ ცნობდნენ და ქუდის დახურვის უფლებას არ აძლევდნენ ვიდრე ის 100 კილოგრამიან ქვას მეორე ანალოგიურ ქვაზე არ შემოდებდა. ეს იყო რიტუალი, რომელიც უნდა გაევლო ყველა ახალგაზრდას მამაკაცად ჩამოყალიბების პროცესში.


XVI საუკუნის დასასრულს ინგლისში ელისაბედ ტიუდორის დედოფლობის პერიოდში ცეკვების და სხვა გართობების პარალელურად პოპულარული იყო სიმძიმეების გამოყენებით ფიზიკური ვარჯიშების შესრულება, კრივი და ჭიდაობა. იმ დროისთვის სიმძიმეებად უკვე იყენებდნენ თანამედროვე შტანგის პროტოტიპს. ეს იყო რკინის ღერძი რომლის ბოლოებზე დაკიდებილი იყო ტყვიის სიმძიმეები. ისტორიკოსი ჯონ ნორდბრეკი წერდავარჯიში ჯოხით, რომლის ბოლოებზე ტყვიის სიმძიმეებია დაკიდებული აძლიერებს მკერდს და ხელებს. გარდა ამისა სიმძიმეებით ვარჯიშის დროს ათლეტები განიცდიან ისეთივე სიამოვნებას, როგორც კრივში, იმ განსხვავებით, რომ ისინი არ იღებენ დარტყმებს და ტრამვებს”.


XVII - XIX საუკუნეებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში გამოჩნდნენ ძალოსანი არტისტები, რომლებიც საცირკო არენებზე, სადღესასწაულო შეკრებებზე, ბაზრობებზე და სხვა ხალხმრავალ ადგილებში თავისუფალი პროგრამებით გამოდიოდნენ და ხალხს თავის ძალოსნურ შესაძლებლობებს აჩვენებდნენ. ძალოსანმა არტისტებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ძალისმიერი ვარჯიშების პოპულარიზაციასა და შემდეგ სპორტის სახეობად ჩამოყალიბებაში. ასეთი გამოსვლები განსაკუთრებით პოპულარული იყო საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, დანიაში, იტალიაში, რუსეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ბევრ ქვეყანაში ყავდათ თავისიჰერკულესები”, რომლებიც საზოგადოებაში ათლეტიზმისადმი ინტერესს აღვივებდნენ. XVIII საუკუნეში სახელი გაითქვა ინგლისელმა ათლეტმა ტომ ტოფანმა, რომელსაც ბრიტანელ ჰერკულესს ეძახდნენ. სისტემატური და მკაცრი ვარჯიშების საშუალებით მან შეძლო გასაოცარი ფიზიკური ძალის განვითარება. 31 წლის ასაკში ტოფანს შეეძლო მიწიდან წამოეწია 3 სავსე კასრი, რომელთა საერთო წონა 750 კილოგრამს აღემატებოდა. მას ასევე შეეძლო რკინის გელა კისერზე შემოეხვია.


ტომ ტოფანი

(ჩანახატი)


კანადელმა ლუი სირმა, რომელიც მონრეალის (აშშ) პოლიციაში მუშაობდა, 1880 წელს მუხლებამდე აწია ვაგონის ღერძი, რომელიც  669კგ-ს იწონიდა. მას ასევე შეეძლო ზურგზე გაეჩერებინა 14 ზრდასრული ახალგაზრდა. ერთხელ თურმე ლუი სირმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს, ქუჩაში ორი დამნაშავე დააკავა, ისინი ხელში აიყვანა და ისე მიიყვანა პოლიციის განყოფილებაში. ლუი სირს „ათლეტების მეფე“ შეარქვეს.


ამერიკელმა ტომ ვალტერ კენედიმ მიწიდან ფეხების და ზურგის გაშლამდე წამოწია 600კგ. ბირთვი. ჩეხმა ანტონ რიხამ სხეულზე გადაიტარა 854კგ. წონის ტვირთი. უკრაინელმა ძალოსანმა ივანე ზაიკინმა რელსი მოღუნა და კვანძად შეკრა. ეს რელსი ექსპონატის სახით დღესაც ინახება პარიზის ერთ-ერთ მუზეუმში. ფრანგი ათლეტი ლუი იუნი შიშველი ხელებით ხსნიდა რკინის გისოსებს და გალიიდან გამოდიოდა. გერმანელ კარლ აბსს და ლიტველ ალექსანდრე ზასს შეეძლოთ მხრებით ცხენის აწევა. მსგავსი ისტორიები იმ დროისთვის დაუჯერებელი იყო და მათ ხალხი აღტაცებაში მოყავდა. ასეთი ისტორიები სწრაფად ვრცელდებოდა ქალაქიდან ქალაქში და ქვეყნიდან ქვეყანაში.

                               

        

                   ლუი სირი                     ივანე ზაიკინი                 კარლ აბსი                ალექსანდრე ზასი

                     (1863-1912წწ.)                         (1880-1948წწ.)                     (1851-1895წწ.)                     (1888-1961წწ.)


შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2018
mycity