შტანგის სახეობები




შტანგა


შტანგა (გერმანული Stange)  – სპორტული იარაღი სიმძიმეების ასაწევად. ძალისმიერი სპორტის ისეთ სახეობებში, როგორიცაა ძალოსნობა და პაუერლიფტინგი (ძალისმიერი სამჭიდი) შტანგა არის ძირითადი საშეჯიბრო იარაღი, რის გამოც ძალოსნებს და პაუერლიფტერებს კიდევ ერთ სახელს „შტანგისტებს“ ეძახიანდანიშნულების მიხედვით განასხვავებენ საშეჯიბრო და სავარჯიშო შტანგებსსავარჯიშო შტანგები გამოიყენება სპორტსმენების ფიზიკური (ძალოსნური) მომზადებისათვის თითქმის ყველა სპორტის სახეობაში.


თანამედროვე ასაწყობი შტანგის კომპლექტში შედის გრიფი, დისკოები და საკეტები.


ასაწყობი შტანგა დაშლილ მდგომარეობაში


 


გრიფი

გრიფი არის ფოლადის ღერო რომლის ბოლოებზე, სიმძიმეების ასაწყობად, სხვადასხვა წონის დისკოები ჩამოეცმევა. სხვადასხვა დანიშნულების შტანგებისთვის გრიფის კონსტრუქცია, ფორმა და მონაცემები - სიგრძე, დიამეტრი, წონა, მასალა და დრეკადობა განსხვავებულია. ძალოსნობაში და პაუერლიფტინგში საშეჯიბრო შტანგის გრიფებს, ბოლოებზე სიმძიმეების ასაწყობად, უკეთდება მბრუნავი მილისები. ასეთი კონსტრუქციის გამო აწყობილი შტანგის ღეროს და დისკოებს ერთმანეთის დამოუკიდებლად შემობრუნება შეუძლია რაც მნიშვნელოვანია დიდი სიმძიმის აწევის დროს. სავარჯიშო და სხვა დანიშნულების შტანგებში გრიფი როგორც წესი ერთიან მონოლითურ ღეროს წარმოადგენს.


გრიფი


 


დისკო

დისკო არის გრიფზე სიმძიმეების ასაწყობად განკუთვნილი სხვადასხვა კონსტრუქციის, წონის, დიამეტრის, სისქის და მასალის მრგვალი ფირფიტა. დისკო შეიძლება იყოს მთლიანი ფირფიტის სახით ან ქონდეს სპეციალური ჭრილები. გარდა ამისა ის შეიძლება იყოს რეზინაშემოვლებული ან მის გარეშე. დისკოს ცენტრში, გრიფზე ჩამოსაცმელად, უკეთდება ნახვრეტი, რომლის შიდა დიამეტრი სხვადასხვა შტანგებში განსხვავებულია. სიმძიმეების აწყობის გასამარტივებლად დისკოები მზადდება შემდეგი სტანდარტული წონით:


50კგ; 25კგ; 20კგ; 15კგ; 10კგ; 5კგ; 2კგ; 2,5კგ; 1,25კგ; 1კგ; 0,5კგ; 0,25კგ.


სხვადასხვა წონის დისკოებს უკეთდებათ სტანდარტული შეფერილობა:


50კგ მწვანე

25კგ წითელი

20კგ ლურჯი

15კგ ყვითელი

10კგ თეთრი

და ..


                                    

   რეზინაშემოვლებული დისკო          რეზინაშემოვლებული დისკო ჭრილებით               ლითონის დისკო




საკეტი

საკეტი არის გრიფის ბოლოებზე (მილისებზე) აწყობილი დისკოების დასაფიქსირებელი მოწყობილობა. განასხვავებენ სტანდარტულ და არასტანდარტულ საკეტებს. სტანდარტული საკეტის წონა 2,5 კილოგრამია. არასტანდარტული საკეტის კი 0,1 კილოგრამი.

 

                     

სტანდარტული საკეტი                    სტანდარტული საკეტი                    არასტანდარტული საკეტი



 

შტანგის ისტორია

 

ცნობილია, რომ სიმძიმეების აწევაში ვარჯიშები და შეჯიბრებები ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე საუკუნეებით ადრე იყო გავრცელებული დედამიწის სხვადასხვა კუთხეში (იხილეთ: ძალისმიერი სპორტის ისტორია). ისტორიული წყაროები ადასტურებენ, რომ ასეთი ვარჯიშებისა და შეჯიბრებებისთვის სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულ სიმძიმეებს იყენებდნენ. სიმძიმეებად ხშირად გამოიყენებოდა დიდი ზომის ქვები ან ქვის ლოდები, ქვის ან ლითონის ძელები, ხის მორები, ქვიშით სავსე ტომრები, წყლის ან ღვინის კასრები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ხელსაწყოები და ..


სპორტის ისტორიის მკვლევარები თანამედროვე შტანგის ისტორიულ წინაპრად განიხილავენ ქვის და ლითონის ძელებს, რომლებსაც მართალია იმ დროისთვის ბოლოებში სიმძიმეები არ უკეთდებოდა, მაგრამ ძაან წააგავდა შტანგის გრიფს. ქვის და ლითონის ძელები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იყო გავრცელებული. ძველი ეგვიპტელი მეომრები ასეთი ძელებით ვარჯიშებს ძალის გასავითარებლად იყენებდნენ. ანალოგიური ძელები გვხვდება ძველ საბერძნეთშიც, სადაც სიმძიმეებით ვარჯიშებს სისტემური სახე ქონდა და ფართოდ გამოიყენებოდა არა მარტო მეომრების მოსამზადებლად არამედ სამედიცინო მიზნებისთვისაც. ცნობილია, რომ ბერძნები სავარჯიშო ძელების ბოლოებზე, წონასწორობის დასაცავად, ზანზალაკებს კიდებდნენ. ძელის აწევის დროს წონასწორობა თუ დაირღვეოდა, ზანზალაკი აწკრიალდებოდა.


XIV-XV საუკუნეებში რკინის ღერძი და სხვა სიმძიმეებით ვარჯიშები შემოღებული იქნა ბრიტანულ ჯარში. ასეთ ვარჯიშებს განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჯარისკაცების მომზადებაში.


XVI საუკუნის დასასრულს ინგლისში ელისაბედ ტიუდორის დედოფლობის პერიოდში ცეკვების და სხვა გართობების პარალელურად პოპულარული იყო სიმძიმეების გამოყენებით ფიზიკური ვარჯიშების შესრულება, კრივი და ჭიდაობა. იმ დროისთვის სიმძიმეებად იყენებდნენ რკინის ღერძს, რომლის ბოლოებზე დაკიდებილი იყო ტყვიის სიმძიმეები. ისტორიკოსი ჯონ ნორდბრეკი წერდავარჯიში ჯოხით, რომლის ბოლოებზე ტყვიის სიმძიმეებია დაკიდებული აძლიერებს მკერდს და ხელებს. გარდა ამისა სიმძიმეებით ვარჯიშის დროს ათლეტები განიცდიან ისეთივე სიამოვნებას, როგორც კრივში, იმ განსხვავებით, რომ ისინი არ იღებენ დარტყმებს და ტრამვებს”.


XVI საუკუნეში ევროპის ქვეყნებში გამოჩნდა სავარჯიშო იარაღი, რომელშიც ლითონის ღეროს ბოლოებზე სიმძიმეების სახით დამაგრებული ქონდა ტყვიის სფეროები. ეს იყო პირველი იარაღი, რომელიც უკვე საგრძნობლად წააგავდა თანამედროვე შტანგას. პირველი სფეროებიანი შტანგის ნაკლი ის იყო, რომ მას მთლიანი ტყვიის სფეროები ქონდა რის გამოც მისი წონის რეგულირება (მომატება ან მოკლება) ვერ ხერხდებოდა. უცვლელი წონის გამო სფეროიანი შტანგები მოსახერხებელი იყო მხოლოდ გამეორებების შესასრულებლად (ერთი და იგივე წონას ვინ მეტჯერ აწევდა).


დიმიტროს ტოფალოსი

ვარჯიში სფეროებიანი შტანგით

საბერძნეთი 1906წ.


მოგვიანებით იტალიელმა პროფესორმა ლოიუს ატილამ შექმნა სფეროებიანი შტანგის ახალი მოდელი, რომლის ბოლოებზეც ტყვიის სფეროების ნაცვლად ცარიელი სფეროები იყო მიმაგრებული. ცარიელ სფეროებში წონის რეგულირების მიზნით ქვიშა ან საფანტი იყრებოდა. ასეთი შტანგის გამოყენება საშეჯიბროდ გაცილებით მოსახერხებელი იყო თუმცა შეჯიბრებებზე წონის მოსამატებლად და მოსაკლებად სფეროებში საფანტის ჩაყრა და გადმოყრა დიდ დროს მოითხოვდა


XIX საუკუნის მეორე ნახევარში თავისებური პოპულარობით სარგებლობდა .. აპოლონის ღერძი - ვაგონეტის ღერძი, რომელიც 165 კილოგრამს იწონიდა, დიამეტრი კი 50მმ ქონდა. ამ ღერძის აწევა მოუხერხებელი იყო იმის გამო, რომ ძაან სქელი ღერძი ქონდა, რომელიც არ ტრიალებდა. XIX საუკუნის ბოლოსთვის აპოლონის ღერძს საჩვენებელი გამოსვლების დროს ეწეოდცნობილი ფრანგი ათლეტი ლუი იუნი, რის შემდეგაც მისი აწევა დიდხანს ვერავინ შეძლო. აპოლონის ღერძი ლუი იუნიდან მხოლოდ 30 წლის შემდეგ აწია, 1924 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ძალოსნობაში, ფრანგმა შარლ რიგულომ.


ცნობილი ათლეტი ბრუს ვაითი ასრულებს ამოწევას ვაგონეტის ღერძით


XIX საუკუნის შუა ნახევარში გერმანიაში პირველად გამოჩნდა ასაწყობი შტანგა, რომელშიც სფეროების ნაცვლად სხვადასხვა წონის დისკოები იყო გამოყენებული. ასაწყობი შტანგის კიდევ ერთი და ძირითადი სიახლე ის იყო, რომ დისკოები, სფეროების მსგავსად, ღერძზე მიმაგრებული არ იყო. ისინი ღერძის ბოლოებზე ჩამოეცმეოდა და იხსნებოდა. შტანგის ასეთმა კონსტრუქციამ შესაძლებელი გახადა წონის სწრაფი რეგულირება, რაც აუცილებელი იყო საშეჯიბრო იარაღისთვის. ასაწყობი შტანგა სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. 1896 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ძალოსნობის ყველა დიდ შეჯიბრებაზე მხოლოდ ასაწყობი შტანგა გამოიყენებოდა.


პოლ ანდერსონი (1932-1994წწ.)

ლეგენდარული ამერიკელი ათლეტი

მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ძალოსნობაში

ასრულებს ჩაჯდომას ასაწყობი შტანგით


1920-იან წლებში შტანგის განვითარებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა რაც განპირობებული იყო ძალოსნობაში მიმდინარე პროცესებით. ძალოსნობაში შემოღებული იქნა წესები, რომლის მიხედვითაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებისთვის განკუთვნილი შტანგები ერთიანი წესებით უნდა დამზადებულიყო. ამ წესებიდან ძირითადი იყო ის, რომ შტანგა უნდა ყოფილიყო ასაწყობი და დადგენილი ზომების ფარგლებში: გრიფის სიგრძე187სმ; გრიფის დიამეტრი30მმ; დისკოს გარე დიამეტრი45-55სმ; დისკოების განსხვავებული წონებისტანდარტული.


XX საუკუნის დასაწყისში გერმანელი ინჟინერის ბერგის მიერ გამოგონებული იქნა .. მბრუნავი გრიფი, რომელსაც ბოლოებზე სიმძიმეების ასაწყობად მბრუნავი მილისები ქონდა. გრიფის ასეთი კონსტრუქცია მნიშვნელოვნად ამარტივებდა დიდ წონებთან მუშაობას. 1929 წლის ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში პირველად იქნა გამოყენებული ასაწყობი შტანგის მორეზინებული დისკოები. თანამედროვე ტიპის შტანგა XIX საუკუნის მეორე ნახევარში საფრანგეთში გამოიგონეს. პროფესორ დესბონეს იდეის საფუძველზე ის დაამზადა ვინმე პელიტიერ-მონიემ.


საუკუნეების განმავლობაში ასე იქმნებოდა, ვითარდებოდა და იხვეწებოდა შტანგის კონსტრუქცია, ფორმა და სხვა მახასიათებლები. დღეისათვის როგორც საშეჯიბროდ ისე სავარჯიშოდ მხოლოდ ასაწყობი შტანგები გამოიყენება. სპორტული ინვენტარის მწარმოებელი ფირმების მიერ შექმნილია შტანგის მრავალი სახეობა, რომლებსაც სხვადასხვა დანიშნულება აქვს.

 



შტანგის ძირითადი სახეობები


ოლიმპიური შტანგა

ოლიმპიური შტანგა ძალოსნობის ძირითადი საშეჯიბრო იარაღია. მისი გრიფი 20 კილოგრამს იწონის, სიგძე 2,2-ია, დიამეტრი კი 28მმ. გრიფს ბოლოებზე 50მმ დიამეტრის მბრუნავი მილისები აქვს. ოლიმპიურ შტანგაზე სიმძიმეების ასაწყობად გამოიყენება სტანდარტული რეზინაშემოვლებული დისკოები, რომლის შიდა დიამეტრი 52 მმ-ია, ხოლო მასა 25, 20, 15 ან 10 კგ. დისკოების გარე დიამეტრი დამოკიდებულია დისკოს წონაზე. თითოეული წონის დისკოს აქვს შესაბამისი შეფერილობა 25კგწითელი; 20კგლურჯი; 15კგყვითელი; და 10კგ  მწვანე. ზუსტი წონების ასაწყობად გამოიყენება პატარა დისკებიც 5კგ; 2, 5კგ; 1,25კგ; 1კგ; 0,5კგ და 0,25კგ წონებით

ოლიმპიური შტანგის გრიფი



პაუერლიფტინგის შტანგა

პაუერლიფტინგის შტანგის გრიფი კონსტრუქციულად ოლიმპიური შტანგის გრიფს წააგავს იმითი, რომ მასაც ბოლოებში მბრუნავი მილისები აქვს, მაგრამ მისგან მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება იმითი, რომ მისი დიამეტრი 29მმ-ია და ის გაცილებით ხისტია. პაუერლიფტინგში, ძალოსნობასთან შედარებით უფრო დიდი წონები გამოიყენება ამიტომ დრეკადი ოლიმპიური შტანგით პაუერლიფტინგის მოძრაობების შესრულება ტრავმების მეტ საფრთხეს შეიცავს. ასე მაგალითად, ოლიმპიური შტანგის გრიფის ბოლოები მოძრაობის შესრულების დროს, დრეკადობის გამო, ზამბარისებურ რხევებს (ქვემოთ და ზემოთ) იწყებს და სათანადო ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში ათლეტს შტანგის აწევაში ეხმარება. გრიფის ასეთი რხევები პაუერლიფტინგში დაუშვებელია რადგან დიდი წონით ჩაჯდომის შესრულების დროს შეიძლება გამოიწვიოს ათლეტის წონასწორობის დაკარგვა.


პაუერლიფტინგში დისკოების წონები ოლიმპიური შტანგის (ძალოსნობის) დისკოების ანალოგიურია ოღონდ პაუერლიფტინგში, ძალოსნობისგან განსხვავებით დამატებით კიდევ გამოიყენება 50კგ-იანი დისკოები.


WPC, WPA და პაუერლიფტინგის სხვა ალტერნატიული ფედერაციები იყენებენ ამოწევის და ჩაჯდომის სპეციალურ შტანგის გრიფებს, მაგრამ პაუერლიფტინგის ძირითადი ორგანიზაცია IPF ამ გრიფების გამოყენებას კრძალავს.

პაუერლიფტინგის შტანგის გრიფი

 

პაუერლიფტინგის შტანგის და მისი გამოყენების შესახებ დაწვრილებით იხილეთ IPF-ის მიერ დამტკიცებულ წესებში თავი: ინვენტარი და მათი ტექნიკური მახასიათებლები გრიფი და დისკოები



ქალთა ოლიმპიური შტანგა

ქალთა ოლიმპიური შტანგა კონსტრუქციულად კაცების ოლიმპიური შტანგის მსგავსია ოღონდ მისი გრიფის ზომები ოდნავ შემცირებულია და შემდეგი სიდეები აქვს: სიგრძე 2,05წონა 15კგ; დიამეტრი 25მმ.

 


სტანდარტული შტანგა

სტანდარტული შტანგის გრიფი მთლიანი მონოლითური ღეროა, რომელსაც ბოლოებზე მბრუნავი მილისები არ აქვს. მისი დიამეტრი მთელ სიგრძეზე 25მმ-ია, წონა კი შეიძლება იყოს 10-20კგ- ფარგლებში. სტანდარტულ შტანგაში სიმძიმეებად გამოიყენება 50კგ; 25კგ; 20კგ; 15კგ; 10კგ; 5კგ; 2,5კგ; 1,25კგ; 0,75კგ და სხვა წონები რაც მწარმოებელ ფირმაზეა დამოკიდებული.

 


შტანგა EZ გრიფით

ზოგიერთი ვარჯიშების შესასრულებლად გამოიყენება შტანგა მრუდი გრიფით, რომელსაც EZ გრიფს ეძახიან. ასეთი შტანგა, როგორც წესი ბიცებსის და ტრიცებსის კუნთების სავარჯიშოდ გამოიყენება.


                     

EZ გრიფი

 


შტანგა T გრიფით

ათლეტიკურ ვარჯიშებში გამოიყენებენ შტანგას T- მაგვარი გრიფით, რომელზეც წონები ქვედა ბოლოზე მაგრდება.

T- მაგვარი გრიფის ერთ-ერთი სახე

შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2018
mycity