კონსტანტინე ზაუტაშვილი (ბიოგრაფია)

კონსტანტინე ზაუტაშვილი (ბიოგრაფი)


არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი განვლილი ცხოვრებით და საქმიანობით ნათელ კვალს ტოვებენ ისტორიაში. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახლდათ კონსტანტინე გიორგის-ძე ზაუტაშვილი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული სპორტის არამედ ზოგადად მსოფლიო სპორტის განვითარებაში. თავად წარმატებულ და სახელოვან სპორტსმენ კიდევ უფრო წარმატებული და შედეგიანი სამწვრთნელო კარიერა ქონდა და ბევრი ახალგაზრდა აზიარა დიდ სპორტს. იგი გახლდათ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე.


. ზაუტაშვილი დაიბადა 1909 წლის 17 აგვისტოს ქალაქ თბილისში. სწავლა თბილისის პირველ გიმნაზიაში დაიწყო რის შემდეგაც ჯერ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი შემდეგ კი 1934. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, აგრონომის სპეციალობით. ასეთი დასაწყისის მიუხედავად შემდეგში მისი სწავლაც და მოღვაწეობაც მთლიანად სპორტს უკავშირდება. ეს შემთხვევითი არ ყოფილა რადგან იგი სპორტულ ოჯახში გაიზარდა. მისი მამა გიორგი ზაუტაშვილი ახალგაზრდობაში ჭიდაობდა შემდეგ კი საქმიანობა სპორტული ინვენტარის წარმოებაში გააგრძელა, დედა, ქალბატონი ელენე 1927 წელს თბილისის ქალთა პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა ჭადრაკში და სხვა შეჯიბრებებშიც არაერთხელ მიუხწევია წარმატებისთვის. ყოველივე ამან განაპირობა ის რომ მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნების შემდეგ ბატონმა კონსტანტინემ მოსკოვის სახელმწიფო ცენტრალური ფიზკულტურის ინტიტუტი დაამთავრა (1951.) და მთელი ცხოვრება სპორტს დაუკავშირა.


. ზაუტშვილმა დიდ სპორტში გზა ძალოსნობით გაიკაფა. იგი 16 წლის იყო როცა ძალოსნობის სექციაში დაიწყო არჯიში და უკვე ერთი წლის შემდეგ მსუბუქ წონით კატეგორიაში (62კგ) საქართველოს ჩემპიონი გახდა. 1928 წელს ამიერკავკასიის სპარტაკიატაზე მან 5 რეკორდი დაამყარა. ამ რეკორდებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შტანგის მარცხენა ხელით ატაცში ნაჩვენები შედეგი 63,6 კგ. რაც მაშინდელ საბჭოთა კავშირის და მსოფლიო რეკორდსაც აღემატებოდა (1928წ. ეს მოძრაობა ამოღებული იქნა ძალოსნობის პროგრამიდან).


კონსტანრინე ზაუტაშვილი

(1923წ.)


იმავე 1928 წელს ბატონმა კოტემ ყოფილი საბჭოთა კავშირის I სპარტაკიადაზე ძალოსნობასა და ბაგირის გადაწევაში იასპარეზა და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში I ადგილი დაიკავა. ხუთი წლის შემდეგ იგი უკვე საბჭოთა არმიის საკავშირო პირველობაზე გამოვიდა და ხუთჭიდის ჯამში 357,5 კილოგრამით ჩემპიონი გახდა.

                                                                                                                                                                                                              


კონსტანტინე ზაუტაშვილი ქ. თბილისში ჩატარებულ

ძალოსანთა ერთ-ერთ ტურნირზე

(XX საუკუნის I ნახევარი)

სურათის ცენტრში: გიორგი ჩიკვაიძე

მარჯვენა ქვედა კუთხეში: კ. ზაუტაშვილი


 

. ზაუტაშვილმა შრომითი საქმიანობა ადრეულ ასაკში, 18 წლიდან, დაიწყო და 1927 ელს ფიცარნაგზე გამოსვლის პარალელურად სამწვრთნელო საქმიანობასაც შეუდგა. იგი აქტიურად მოღვაწეობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და სპორტულ სექციებში. 1935 წლიდან კ. ზაუტაშვილმა მოღვაწეობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზაღზრდის კათედრაზე, მოგვიანებით კი ამ კათედრის ხელმძღვანელი გახდა და მას 17 წელი (1949-1955წწ; 1958-1969წწ.) ხელმძღვანელობდა.


ნიკო კეცხოველი და კონსტანტინე ზაუტაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ

 

1935 წელს ბატონმა კოტემ, ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველმა, განათლების სახალხო კომისარიატთან ჩამოაყალიბა ძალოსნობის ბავშვთა სასპორტო სკოლა, რომელიც ჭიდაობას, კრივსა და ძალოსნობას აერთიანებდა. სწორედ ამ სკოლაში აღიზარდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები: . ნოზაძე (ჭიდაობა), . გორგასლიძე, . ნავასარდოვი (კრივი), . კალმახელიძე (ძალოსნობა) და სხვები.


1935-1962წწ. . ზაუტაშვილი იყო საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის თავმჯდომარე და საქართველოს ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი. იგი პარალელურად სპორტსაზოგადოება “наука”- ათლეტებსაც ავარჯიშებდა, რომლებმაც 1949-1951წწ. ყოფილი საბჭოთა კავშირის საკავშირო პირველობა მოიგეს, ხოლო 1953 წელს III ადგილი დაიკავეს. 1947 წელს ბატონი კოტე საბჭოთა კავშირის ძალოსანთა ნაკრები გუნდის მწვრთნელად მიიწვიეს.


კ. ზაუტაშვილი ახალგაზრდა ათლეტებთან ერთად

 

კ. ზაუტაშვილი საქართველოში ძალოსნობის დამფუძნებლის ცნობილი სპორტული მოღვაწის გიორგი ჩიკვაიძის წარმატებული მოწაფე იყო. 1948 წელს გიორგი ჩიკვაიძესა და კონსტანტინე ზაუტაშვილს, საქართველოდან პირველებს, მიენიჭათ ძალოსნობაში საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის წოდება. 10 წლის შემდეგ საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა . ნიუბერგმა ძალოსნობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის . ზაუტაშვილი ვერცხლის მედლით დააჯილდოვა, რაც ქართველი სპეციალისტის ღვაწლის დიდი აღიარება იყო.


შეხვედრა გიორგი ჩიკვაიძესთან

მარჯვნიდან მესამე: გიორგი ჩიკვაიძე

მარცხნიდან მეორე: კონსტანტინე ზაუტაშვილი

 

1966 წელს . ზაუტაშვილი, როგორც თავისი საქმის უზადო მცოდნე სამუშაოდ კუბის რესპუბლიკაში მიავლინეს სადაც მან საფუძველი ჩაუყარა ძალოსნობის განვითარებას და მრავალი სახელოვანი სპორტსმენი აღზარდა. ბატონი კოტეს აღზრდილებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია კუბელი სერხიო ოლივა, რომელიც შემდეგში წარმატებული და მსოფლიოში ცნობილი ათლეტი გახდა. სერხიო ოლივა კულტურიზმში გამოდიოდა და 1967, 1968, 1969 წლებში ზედიზედ სამჯერ გახდა Mr. Olimpia- ტიტულის მფლობელი. კუბელი ათლეტის დაუმარცხებელი სერიის შეჩერება ვერავინ შეძლო სანამ იგი 1970 წელს ლეგენდარულ არნოლდ შვარცენეგერთან  არ დამარცხდა.


 

                სერხიო ოლივა                   სერხიო ოლივა და არნოლდ შვარცენეგერი

           Mr. Olimpia 1967, 1968, 1969                             ტურნირი Mr. Olimpia 1970 წელი


კონსტანტინე ზაუტაშვილის კუბაში მოღვაწეობას უკვალოდ არ ჩაუვლია. კუბაში ის საფუძვლიანად გაეცნო ათლეტიზმს და მასში შემავალ სპორტის სახეობებს კულტურიზმს და პაუერლიფტინგს. 1968 წელს კუბიდან დაბრუნების შემდეგ კ. ზაუტაშვილმა ათლეტიზმი საქართველოში შემოიტანა. მოგვიანებით მან „პაუერლიფტინგს ქართული სახელი „ძალისმიერი სამჭიდი უწოდა. ამიტომაც კონსტანტინე ზაუტაშვილი სამართლიანად ითვლება საქართველოში პაუერლიფტინგის ფუძემდებლად.


ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ბატონი კოტეს ამ ვითომდა უწყინარ და კეთილშობილურ სპორტულ წამოწყებას სერიოზული გამოცდის გავლა მოუხდა. პრობლემა ის იყო, რომ იმ დროს საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა სადაც ამერიკული და საერთოდ დასავლური ღირებულებები კატეგორიულად იკრძალებოდა. აკრძალული იყო სპორტის ისეთი სახეობები, როგორიცაა კარატე, გოლფი და .. იკრძალებოდა ჯაზის და როკის მოსმენა. აკრძალლვების დიდ ჩამონათვალში პაუერლიფტინგიც შევიდა და ყველა ვინც მის გავრცელებას შეეცდებოდა რეპრესიები ელოდა. საფრთხეების მიუხედავად კ. ზაუტაშვილმა შეძლო თანამოაზრეების შემოკრება და ვარჯიშის დაწყება. ენთუზიასტები, ყურადღება რომ არ მიექციათ,  პატარა დარბაზებში ფარულად ვარჯიშობდნენ. ხშირი იყო შემთხვევები, როცა სპორტულ დარბაზებს "КГБ"- თანამშრომლები ამოწმებდნენ რის გამოც ათლეტები იძულებულნი იყვნენ სამჭიდის ინვენტარი გადაემალათ და თავი კლასიკურ ძალოსნებად ან სხვა სპორტის წარმომადგენლებად გაესაღებინათ. სამჭიდის ინვენტარიდან ძირითად სამხილს წოლჭიმის სკამი წარმოადგენდა, რადგან პაუერლიფტინგში ინვენტარის ყველა სხვა ელემენტი ჩაჯდომის სადგამი, შტანგა, განტელები, გირები და ა.შ. ისეთივეა, როგორც ძალოსნობაში.


ასეთ რთულ ვითარებაში ათლეტიზმის გავრცელების ძირითად კერად თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტული დარბაზი იქცა, რომელსაც კ. ზაუტაშვილი ხელმძღვანელობდა. საბჭოთა ეპოქის საქართველოში თითქმის ყველა ეროვნული იდეა უნივერსიტეტთან იყო დაკავშირებული და გასაკვირი არ არის, რომ ამ ახალ წამოწყებასაც სწორედ უნივერსიტეტმა გაუღო კარი.


თსუ-ს ათლეტიზმის სექცია XX საუკუნის 70-იან წლებში

 

კ. ზაუტაშვილმა ათლეტიზმის პოპულარიზაციის მიზნით თბილისში ჩამოიყვანა სერხიო ოლივა და მას ჯერ კიდევ დამწყებ ქართველ ათლეტებთან ერთად უნივერსიტეტის დარბაზში ავარჯიშებდა. თბილისში კუბელი ათლეტი იძულებული იყო  ათლეტიზმთან თავისი კავშირი დაემალა რისთვისაც თავს ძალოსანად ასაღებდა. ამ ვერსიის გასამყარებლად იგი ათლეტიზმის პარალელურად ღიად ვარჯიშობდა ძალოსნობაში და ერთხელ თბილისში გამართულ ძალოსნობის შეჯიბრებაშიც კი მიიღო მონაწილეობა.

80-იან წლებში ყოფილ სსრკ-ში ძალისმიერი სამჭიდი ოფიციალურად იქნა აღიარებული, 1986 წელს კი ჩატარდა პირველი საკავშირო ჩემპიონატი. სსრკ-ს პირველ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჩემპიონი გახდა. ჩვენი გუნდისთვის ასეთი შედეგი უდაოდ დიდი წარმატება იყო და ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მოულოდნელობა იმაში მდგომარეობდა, რომ ყოფილ სსრკ-ში შემავალი 15 რესპუბლიკიდან საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პატარა იყო და სპორტის ამ ახალ სახეობაში ქართველების გამარჯვებას არავინ ელოდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს გამარჯვება დიდი რისკის და იატაკქვეშეთში 20 წლიანი ვარჯიშის შედეგი იყო.


სსრკ პირველი ჩემპიონი საქართველოს ნაკრები 1986 წ.

მარცხნიდან:  ზაზა ჯაფარიძე, ზურაბ ჭავჭანიძე, დავით დავითური

ლაშა კვიკვინია, შოთა ბეჟაშვილი

 

კ. ზაუტაშვილს მისი მოსწავლეები ძია კოტეს ეძახდნენ. დიდი მასწავლებლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ 1990 წელს მისმა მოსწავლეებმა საქართველოში მოქმედი ათლეტური ორგანიზაციებისა და სპორტული კლუბების გაერთიანებით ჩამოაყალიბეს საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია, რომელიც  წლების შემდეგ ღირსეულად აგრძელებს კ. ზაუტაშვილის მიერ დაწყებულ საქმეს. საქართველოს ატლეტიზმის ფედერაცია კონსტანტინე ზაუტაშვილის ღვაწლის აღსანიშნავად და მისი სახელის უკვდავსაყოფად ყოველწლიურად ატარებს მისი სახელობის ტურნირებს.


კ. ზაუტაშვილი კოლეგებთან ერთად


   

                 ძია კოტე                                    კონსტანტინე ზაუტაშვილი


შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity