ვილკსის კოეფიციენტი


ვილკსის კოეფიციენტი


ვილკსის კოეფიციენტი (ვილკსის ფორმულა) არის კოეფიციენტი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა წონის ათლეტების ძალოსნური მონაცემების შედარებისათვის. მისი ავტორია რობერტ ვილკსი. ვილკსის კოეფიციენტი ისევე, როგორც მანამადე არსებული კერროლის და შვარცის კოეფიციენტები შემოღებული იქნა სპორტსმენის სხეულის წონასა და მის მიერ აწეულ შტანგის წონას შორის არსებული დისბალანსის გამო. რაც უფრო მსუბუქია სპორტსმენი მით მეტია მისი ძალის თანაფარდობა მისი სხეულის წონასთან. ასეთი დისბალანსი გამოწვეულია ფიზიკის კანონებით, პატარა ზომის ადამიანების მიერ სიმძიმის აწევის განსხვავებული ტექნიკით, ჩონჩხისა და კუნთური ქსოვილის განსხვავებული აღნაგობით, სიმძიმის აწევის დროს მცირე მხრის სიგრძით და ..

ვილკსის კოეფიციენტი სხვადასხვა წონის სპორტსმენისთვის სხვადასხვაა და გამოითვლება შემდეგი ფორმულით



სადაც X სპორტსმენის წონაა კილოგრამებში

ფორმულაში შემავალი სხვა სიდიდეები ქალებისთვის და კაცებისთვის განსხვავებულია და მათ შემდეგი მნიშვნელობები აქვთ


ვილკსის ფორმულის სიდიდეები კაცებისთვის:


a=-216.0475144

b=16.2606339

c=-0.002388645

d=-0.00113732

e=7.01863E-06

f=-1.291E-08

 

ვილკსის ფორმულის სიდიდეები ქალებისთვის:


a=594.31747775582

b=-27.23842536447

c=0.82112226871

d=-0.00930733913

e=0.00004731582

f=-0.00000009054

 

ვილკსის ფორმულა გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

 

1. სხვადასხვა წონის მქონე ათლეტებს შორის საუკეთესოს ანუ აბსოლუტური გამარჯვებულის გამოსავლენად;

2. გუნდური შეჯიბრებების დროს სხვადასხვა წონის ათლეტებით დაკომპლექტებული გუნდებიდან გამარჯვებულის გამოსავლენად;

3. კაც და ქალ ათლეტებს შორის საუკეთესოს ანუ აბსოლუტური გამარჯვებულის გამოსავლენად;

 

პრაქტიკული გამოყენებისათვის ვილკსის კოეფიციენტები წარმოდგენილია სპეციალური ცხრილის სახით, რომელშიც შეტანილია თითოეული ათლეტის წონის შესაბამისი კოეფიციენტი. ცხრილის გამოყენების დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ მასში ათლეტების წონები დაყოფილია მხოლოდ კილოგრამის მეათედამდე, ამიტომ თუ საჭირო გახდება კოეფიციენტის გამოთვლა კილოგრამის მეასედებისთვის უნდა გამოვიყენოთ ინტერპოლაციის (ავიღოთ შუალედური მნიშვნელობა) მეთოდი. მაგალითად, ვილკსის კოეფიციენტების ცხრილში მოცემულია, რომ 74,5კგ. წონის ათლეტისთვის კოეფიციენტი არის 0,7159, ხოლო 74,6კგ. წონის ათლეტისთვის 0,7152 ამიტომ 74,55კგ. წონის ათლეტისთვის ვილკსის კოეფიციენტის იქნება 0,7159-ის და 0,7152-ის საშუალო .. 0,71555.

 

აბსოლუტური შედეგის გამოთვლა ვილკსის კოეფიციენტით

        

აბსოლუტური შედეგის გამოთვლისათვის შეგვიძლია ვისარგებლოთ ვილკსის სპეციალური კალკულატორით, რომელიც მოცემულია IPF-ის ოფიციალურ საითზე


Wilks Calculator

 

იმ შემთხვევაში, როცა ვილკსის სპეციალური კალკულატორი არ არის ხელმისაწვდომი ათლეტის აბსოლუტური შედეგი შეგვიძლია გამოვთვალოთ შემდეგი წესით: ვილკსის კოეფიციენტების ცხრილიდან ავიღოთ ათლეტის სხეულის წონის შესაბამისი კოეფიციენტი და გავამრავლოთ ის ათლეტის მიერ შეჯიბრზე დაძლეული შტანგის წონაზე.












შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity