რეკორდების დამყარების წესი

მსოფლიო და საერთაშორისო რეკორდები


 

საერთაშორისო შეჯიბრებები


1. მსოფლიო და საერთაშორისო რეკორდები შეიძლება დამყარებული იქნას მხოლოდ შესაბამის მსოფლიო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. თუ ათლეტი IPF-ის მიერ სანქცირებულ და აღიარებულ ჩემპიონატებზე, დადგენილი წესით, შეჯიბრების დაწყებამდე იქნა აწონილი და მსაჯებმა ან ტექნიკურმა კომიტეტმა შტანგის გრიფის და დისკოების წონა შეჯიბრების წინ შეამოწმა, მაშინ მსოფლიო და საერთაშორისო რეკორდები მიღებული უნდა იქნას შტანგის და ათლეტის დამატებითი აწონვის გარეშე. რეკორდები, რომლებიც დამყარებული იქნა კაცი და ქალი ვეტერანი ათლეტების მიერ 50-59წწ. ასაკობრივ კატეგორიაში და აღემატებიან 40-49წწ. ასაკობრივი კატეგორიის რეკორდებს, რეკორდებად მიიღება, როგორც 50-59წწ. ასაკობრივ კატეგორიაში ისე 40-49წწ. ასაკობრივ კატეგორიაში. რეკორდები, რომლებიც დამყარებული იქნა კაცი და ქალი ვეტერანი ათლეტების მიერ 60-69წწ. ასაკობრივ კატეგორიაში და აღემატებიან 50-59წწ. ასაკობრივ კატეგორიაში დამყარებულ შესაბამის რეკორდებს ასევე შეიტანება 50-59წწ. ასაკობრივი კატეგორიის რეკორდებში. რეკორდები, რომლებიც დამყარებული იქნა კაცი და ქალი ვეტერანი ათლეტების მიერ 70+ ასაკობრივ კატეგორიაში და აღემატება 60-69წწ. ასაკობრივ კატეგორიაში დამყარებულ რეკორდებს ასევე შეიტანება 60-69წწ. ასაკობრივი კატეგორიის რეკორდებში. ანალოგიურად რეკორდები, რომლებიც დამყარებული იქნა ჭაბუკების (გოგონების) 14-18წწ. ასაკობრივ კატეგორიაში და აღემატება ახალგაზრდების 19-23წწ. ასაკობრივ კატეგორიაში მიღებულ რეკორდებს ასევე მიიღება ახალგაზრდების რეკორდებში;


2. მსოფლიო ან საერთაშორისო რეკორდები ოფიციალური აღიარებისთვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) საერთაშორისო შეჯიბრებები, რომლებზეც ხდება რეკორდების დამყარება სანქცირებული უნდა იყოს IPF-ის მიერ;

ბ) გადაწყვეტილების მიმღებ თითოეულ მსაჯს უნდა ქონდეს IPF-ის საერთაშორისო მსაჯის მოწმობა და იყოს IPF-ში შემავალი ეროვნული ფედერაციის წევრი. ფიცარნაგზე მყოფი სამივე მსაჯი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი უნდა იყოს და ასევე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი უნდა იყოს ჟიურიში შემავალი 3 წევრი;

გ) სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილი მსაჯების პატიოსნება და კომპეტეტურობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მსოფლიო რეკორდები შეიძლება მიღებული იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ათლეტის დოპინგკონტროლი IPF WADA-ს დოპინგკონტროლის პროტოკოლის შესაბამისად ჩატარებული იქნა მის წონით კატეგორიაში შეჯიბრების დამთავრებისთანავე. ანალიზის პასუხი უნდა იყოს უარყოფოთი და IPF-ის პრეზიდენტს უნდა გაეგზავნოს შეჯიბრების ჩატარების თარიღიდან 3 თვის ვადაში. IPF-ის ანტიდოპინგური წესების შესაბამისად, თუ ვეტერანი (Master) ათლეტები, გარდა ვეტერანების I ჯგუფისა (Master I), გააკეთებენ განაცხადს ვეტერანების რეკორდის დამყარებაზე მაშინ მათ სავალდებულო დოპინგ ტესტირება არ ჩაუტარდებათ, მაგრამ ტესტირება შეიძლება ჩაუტარდეთ შემთვევითი შერჩევის პრინციპით. თუ ვეტერანი ათლეტები გააკეთებენ განაცხადს ღია ასაკობრივი კატეგორიის ან ვეტერანების I ჯგუფის რეკორდების დასამყარებლად, მაშინ მათ დოპინგ ტესტირება აუცილებლად ჩაუტარდებათ;

დ) მსოფლიო და საერთაშორისო რეკორდების დამყარების დროს გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ის გრიფი, დისკოები და სადგამები, რომლებიც მოცემული დროისათვის შეტანილია IPF-ის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებზე დასაშვები ტანსაცმლის, ეკიპირების და ინვენტარის სიაში, რომელსაც IPF-ის ტექნიკური კომიტეტი პერიოდულად გამოსცემს;

ე) პაუერლიფტინგის (ძალისმიერი სამჭიდის) ცალკეულ მოძრაობებში რეკორდები ფიქსირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ათლეტი აჩვენებს შედეგს სამჭიდის ჯამში. წოლჭიმის, როგორც ცალკე მოძრაობის რეკორდებისთვის, რომლებიც დამყარებული იქნა პაუერლიფტინგის (ძალისმიერი სამჭიდის) შეჯიბრებებზე სამჭიდის ჯამის ჩვენება სავალდებულო არ არის, მაგრამ ამ დროს ათლეტი ვალდებულია, როგორც ჩაჯდომაში ისე ამოწევაში კეთილსინდისიერად მიიღოს ყველა ზომა შეკვეთილი წონის დასაძლევად;

ვ) თუ 2 ათლეტი ცალკეულ მოძრაობაში რეკორდის დასამყარებლად  ერთი და იგივე წონას შეუკვეთავს და კენჭისყრის შედეგებით პირველი ნომრის მქონე ათლეტი შეკვეთილ წონას დაძლევს, მაშინ მეორე ათლეტმა მის სარეკორდო მისვლის განაცხადზე უნდა დაამატოს 0,5 კილოგრამი. სამჭიდის ჯამის რეკორდების განხილვის დროს რეკორდის მფლობელი განისაზღვრება ძალისმიერი სამჭიდის ზოგადი წესების შესაბამისად (იხილეთ: თავი ძალისმიერი სამჭიდის ზოგადი წესები მუხლი – 1, პუნქტი - );

ზ) ახალი რეკორდების დაფიქსირება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაძლეული წონები უკვე არსებულ რეკორდებს არანაკლებ 0,5 კილოგრამით აღემატება;

თ) ყველა რეკორდი, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს მიღებული და რეგისტრირებული უნდა იქნას;


3. წოლჭიმის, როგორც ცალკე მოძრაობის რეკორდები შეიძლება დაფიქსირებული იქნას შესაბამის წოლჭიმის ცალკე მსოფლიო და საერთაშორისო ჩემპიონატებზე ან ამ მუხლის “” პუნქტში აღწერილი წესის შესაბამისად. იგივე კრიტერიუმები გამოიყენება პაუერლიფტინგის ყველა მსოფლიო რეკორდის მიმართ.

ა) თუ ათლეტი პაუერლიფტინგის (ძალისმიერი სამჭიდის) შეჯიბრებაზე წოლჭიმის შესრულების დროს დაძლევს შედეგს, რომელიც აღემატება წოლჭიმის, როგორც ცალკეული მოძრაობის არსებულ რეკორდს და ამასთანავე სამჭიდის სხვა მოძრაობებშიც, როგორც ჩაჯდომაში ისე ამოწევაში კეთილსინდისიერად შეეცდება შეკვეთილი წონების დაძლევას, მაშინ მის მიერ წოლჭიმით ნაჩვენები შედეგი შეიძლება მიღებული იქნას წოლჭიმის, როგორც ცალკე მოძრაობის რეკორდად;

ბ) თუ ათლეტი წოლჭიმის ცალკე შეჯიბრებაზე დაძლევს შედეგს, რომელიც აღემატება  წოლჭიმის, როგორც ცალკეული მოძრაობის არსებულ რეკორდსაც და იმავე დროს პაუერლიფტინგში (ძალისმიერ სამჭიდში) შემავალი წოლჭიმის არსებულ რეკორდსაც, მაშინ ეს შედეგი მიღებული იქნება წოლჭიმის, როგორც ცალკეული მოძრაობის რეკორდად, მაგრამ არ შეიძლება მიღებული იქნას პაუერლიფტინგში (ძალისმიერ სამჭიდში) შემავალი წოლჭიმის რეკორდად.

შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity