ჟიური და ტექნიკური კომიტეტი

ჟიური და ტექნიკური კომიტეტი

 


ჟიური


1. მსოფლიო და კონტინენტის ჩემპიონატებზე თითოეული საშეჯიბრო ნაკადის ხელმძღვანელობისთვის უნდა დაინიშნოს ჟიური;


2. ჟიური უნდა შედგებოდეს IPF-ის I კატეგორიის 3 ან 5 მსაჯისგან. ტექნიკური კომიტეტის წევრის არ ყოფნის შემთხვევაში ჟიურის თავმჯდომარედ დაინიშნება მსაჯებს შორის ასაკით ყველაზე უფროსი. ჟიური 5 კაცის შემადგენლობით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მსოფლიო თამაშებზე ან პაუერლიფტინგის მსოფლიოს ღია ჩემპიონატებზე კაცებსა და ქალებს შორის;


3. ჟიურის ყველა წევრი უნდა იყოს სხვადასხვა ქვეყნიდან გარდა IPF-ის პრეზიდენტის და ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარისა;


4. ჟიურის ფუნქციაში შედის ტექნიკური წესების დაცვის უზრუნველყოფა;


5. ჟიურის შეჯიბრების დროს ხმათა უმრავლესობით შეუძლია ნებისმიერი მსაჯი გადააყენოს  მსაჯობიდან, თუ გადაწყვეტს, რომ ის არაკომპეტენტურია. გადაყენების წინ ასეთი მსაჯი უნდა იყოს გაფრთხილებული;


6. მსაჯებმა ისე უნდა იმსაჯონ, რომ მათი ობიექტურობა არ დადგეს ეჭვქვეშ, თუმცა უნებლიე (არა მიზანმიმართული) შეცდომები შეიძლება დაშვებული იქნას. ასეთ შემთხვევაში მსაჯს უფლება ეძლევა ახსნას მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც წარმოადგენს გაფრთხილების საგანს;


7. თუ ჟიურისთან, მსაჯის მოქმედების საწინაარმდეგოდ შევა პროტესტი, მაშინ ამის შესახებ შეიძლება ეცნობოს თავად მსაჯს. ჟიურიმ, აუცილებლობის გარეშე, ფიცარნაგზე მყოფ მსაჯებზე ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს;


8. თუ მსაჯობაში დაშვებული იქნა სერიოზული შეცდომა, რომელიც ეწინააღმდეგება ტექნიკურ წესებს, ჟიურის შეუძლია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება შეცდომის გამოსასწორებლად. ჟიურის შეუძლია მისი შეხედულებისამებრ ათლეტს მისცეს დამატებითი მისვლის უფლება;


9. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როცა მსაჯობაში დაშვებული იქნა აშკარა ან უხეში შეცდომა, ჟიურის მსაჯებთან კონსულტაციის შემდეგ შეუძლია შეცვალოს მსაჯების გადაწყვეტილება, თუ ამის შესახებ ჟიურის ყველა წევრი ერთხმად მიიღებს გადაწყვეტილებას. მსაჯების გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, ჟიური გადასინჯავს მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს, სადაც მსაჯების შეფასებები “ორი ერთის წინააღმდეგაა”;


10. ჟიურის წევრები განთავსებული უნდა იყვნენ ისე, რომ მათ შეუფერხებლად შეეძლოთ შეჯიბრების მსვლელობის ყურება;


11. თითოეული შეჯიბრების დაწყების წინ, ჟიურის თავმჯდომარე უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ ჟიურის წევრებს სრულად აქვთ გააზრებული მათი როლი და გაცნობილი არიან წესების მოქმედ რედაქციაში შეტანილ ყველა ცვლილებას და დამატებას;


12. ათლეტების დოპინგ-კონტროლისთვის შერჩევა უნდა განხორციელდეს IPF-ის დოპინგ-კონტროლის კომისიის მიერ;


13. თუ სპორტსმენების გამოსვლებს (მისვლებს) თან ახლავს მუსიკის ფონი, ჟიური განსაზღვრავს მისი ხმის სიძლიერეს. ჩაჯდომის და წოლჭიმის შესრულების დროს მუსიკა უნდა გამოირთოს როცა ათლეტი ხელს კიდებს შტანგის გრიფს, ამოწევის დროს კი როცა ათლეტი იწყებს შტანგის ამოწევას;


14. მსაჯებმა, მსაჯების მოწმობებში, რომლებიც ჟიურის მაგიდაზე მიეწოდება, შესაბამისი საშეჯიბრო ნაკადის დამთავრების შემდეგ უნდა გააკეთონ ჩანაწერები.

 

 

 

IPF-ის ტექნიკური კომიტეტი


1. IPF-ის ტექნიკური კომიტეტი უნდა შედგებოდეს ჟიურის თავმჯდომარისა და 10 წევრისაგან


ჟიურის თავმჯდომარე აუცილებლად უნდა იყოს IPF-ის I კატეგორიის მსაჯი, რომელიც აირჩევა IPF-ის კონგრესის მიერ.


ჟიურის წევრები უნდა იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებსაც ჟიურის წევრებად ნიშნავს IPF-ის აღმასრულებელი კომიტეტი, ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარის, მწვრთნელების და ათლეტების წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად.


2. უნდა შეისწავლოს ეროვნული ფედერაციების მიერ შემოტანილი ტექნიკური ხასიათის ყველა მოთხოვნა და წინადადება;


3. ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატების მთავარ და გვერდით მსაჯებს, ასევე ჟიურის წევრებს;


4. ატარებს იმ მსაჯების სწავლებას და ინსტრუქტირებას, რომლებსაც ჯერ არ მიუღწევიათ საერთაშორისო დონისთვის. ასევე ატარებს იმ მსაჯების განმეორებით გამოცდებს რომლებმაც უკვე მიაღწიეს საერთაშორისო დონეს;


5. IPF-ის გენერალურ ასამბლეას, პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს IPF-ის მსაჯების რეგისტრატორების მეშვეობით ატყობინებს იმ მსაჯების შესახებ, რომლებმაც ჩააბარეს გამოცდები ან გაიარეს განმეორებითი გამოცდები დაEშეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა მსაჯობაში;


6. ყოველი დიდი შეჯიბრების წინ ისეთების, როგორიცაა მსოფლიო ჩემპიონატი, ორგანიზებას უკეთებს მსაჯების ტრეინინგების ჩატარებას. ხარჯები ასეთი ტრეინინგების ან სემინარების ორგანიზებისათვის თავის თავზე უნდა აიღოს იმ ქვეყნის ფედერაციამ, რომელშიც ტარდება შეჯიბრება;


7. საჭიროების შემთხვევაში IPF-ის გენერალურ ასამბლეაში განსახილველად შეაქვს საკითხი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებისთვის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ;


8. IPF-ის აღმასრულებელი კომიტეტის მეშვეობით აქვეყნებს ტექნიკური ხასიათის მასალებს, რომლებიც ეხება ვარჯიშების მეთოდიკას და ვარჯიშების შესრულების ტექნიკას;


9. ა) პასუხისმგებელია შეჯიბრებებზე გამოყენებული ყოველგვარი მოწყობილობის, ინვენტარის და პირადი ეკიპირების შემოწმებაზე;

ამოწმებს სხვადასხვა მწარმოებელი ფირმების მიერ წარმოდგენილ აღჭურვილობას და ინვენტარს, რომლებიც ცდილობენ მიიღონ უფლება, მათ კომერციულ რეკლამაში გამოიყენონ სიტყვები “დამტკიცებულია IPF-ის მიერ” (IPF Approved). თუ ნივთი ან ნივთები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა განსახილველად აკმაყოფილებენ IPF-ის მოქმედ წესებს და მოთხოვნებს და IPF-ის აღმასრულებელი კომიტეტი ეთანხმება ტექნიკური კომიტეტის გადაწყვეტილებას, მაშინ გადასახადი თითოეულ ნივთზე შეიტანება IPF-ის აღმასრულებელი კომიტეტის ანგარიშზე და ტექნიკური კომიტეტი გასცემს “სერთიფიკატს”;

ბ) ყოველი წლის ბოლოს სერთიფიკატის განახლების მიზნით IPF-ში შეტანილი უნდა იქნას ხელახალი გადასახადი თითოეულ ნივთზე. გადასახადის ოდენობას განსაზღვრავს IPF-ის აღმასრულებელი კომიტეტი. თუ ნივთის კონსტრუქცია შეცვლილი იქნა, მაშინ ის წარდგენილი უნდა იქნას ტექნიკურ კომიტეტში ხელახალი შემოწმებისა და სერტიფიცირებისთვის.

გ) თუ სერთიფიკატის მიღების შემდეგ მწარმოებელი ფირმა შეცვლის შეჯიბრების ინვენტარის ან ეკიპირების კონსტრუქციას, რის შემდეგაც ისინი ვეღარ დააკმაყოფილებენ IPF-ის წესებს, მაშინ IPF ჩამოართმევს მათ სერტიფიკატს. IPF არ გასცემს ახალ სერტიფიკატს მანამდე სანამ კონსტრუქციული ცვლილებები არ იქნება შესწორებული და ნივთი ან ნივთები ტექნიკურ კომიტეტში შემოწმებისთვის თავიდან არ იქნება წარმოდგენილი.

 

შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity