აწონვები

აწონვები

 


1. მონაწილეთა აწონვა უნდა ჩატარდეს შესაბამის წონით კატეგორიაში (კატეგორიებში) შეჯიბრების დაწყებამდე არაუმეტეს 2 საათით ადრე. აწონვები უნდა გაიაროს წონით კატეგორიაში (კატეგორიებში) შემავალმა ყველა ათლეტმა. აწონვები ტარდება 2 ან 3 მსაჯის თანდასწრებით, რომლებიც დანიშნული არიან ამ წონითი კატეგორიისთვის (კატეგორიებისთვის). წონითი კატეგორიები შეიძლება გაერთიანებული იყვნენ ერთ საშეჯიბრო ნაკადში;


2. აწონვების თანმიმდევრობის განსაზღვრისათვის უნდა მოეწყოს კენჭისყრა. თუ კენჭისყრა წინასწარ არ იქნა ჩატარებული ის ტარდება აწონვების წინ. კენჭისყრა აწონვის რიგითობის გარდა ასევე ადგენს შეჯიბრების დროს ათლეტების ფიცარნაგზე გამოსვლის თანმიმდევრობას, იმ შემთხვევებისთვის, როცა ათლეტები მისვლისთვის ერთი და იგივე წონას შეუკვეთავენ;


3. აწონვები გრძელდება 90 წუთი (საათნახევარი);


4. თითოეული მონაწილის აწონვა ტარდება ცალკე ოთახში დახურულ კარს მიღმა, სადაც იმყოფებიან თავად მონაწილე, მისი მწვრთნელი ან ხელმძღვანელი და 2 ან 3 მსაჯი. ჰიგიენის დაცვის მიზნით ათლეტს სასწორზე დადგომის დროს უნდა ეცვას წინდები ან უნდა ქონდეს ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცი სასწორის ზედაპირზე დასაფენად;


5. ათლეტებს შეუძლიათ აიწონონ გახდილ მდგომარეობაში ან ქვედა საცვალში, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს მოცემული წესების შესაბამის თავში (იხილეთ: თავი ათლეტის ეკიპირება - ტრუსები) გადმოცემულ მოთხოვნებს და არ უნდა იწვევდეს ათლეტის წონის მნიშვნელოვან ცვლილებას. თუ საცვლების წონასთან დაკავშირებით გაჩნდება კითხვები, მაშინ შეიძლება მოთხოვნილი იქნას ათლეტის განმეორებითი აწონვა სრულად გახდილზე. ქალების აწონვები უნდა განახორციელონ მათივე სქესის ოფიციალურმა პირებმა, ამიტომ შეჯიბრებაზე სადაც ქალებიც მონაწილეობენ აწონვის პროცედურა შეიძლება შეიცვალოს. ასეთ შემთხვევაში აწონვებისთვის შეიძლება დანიშნული იქნან ქალი ოფიციალური პირები (არ არის აუცილებელი ისინი მსაჯები იყვნენ).


წოლჭიმის შეჯიბრებებზე, ამპუტირებული ქვედა კიდურების მქონე ინვალიდი სპორტსმენების ასპარეზობის დროს, საშეჯიბრო წონის განსაზღვრისათვის მათ პირად წონას უნდა დაემატოს შემდეგი სიდიდეები:

 

ტერფების ამპუტაციის შემთხვევაში                                   პირადი წონის 1/54

კიდურების მუხლს ქვემოთ ამპუტაციის შემთხვევაში   პირადი წონის 1/36

კიდურების მუხლს ზემოთ ამპუტაციის შემთხვევაში    პირადი წონის 1/18

კიდურების ბარძაყის არეში ამპუტაციის შემთხვევაში   პირადი წონის 1/9

 

პარალიზებული ქვედა კიდურების მქონე სპორტსმენებისთვის, რომლებსაც სიარულისთვის ესაჭიროებათ სპეციალური დამხმარე ღვედები და მსგავსი მოწყობილობები, აწონვები ტარდება ამ მოწყობილობების მოუხსნელად. ამ დროს დამხმარე მოწყობილობები განიხილება, როგორც ათლეტის ბუნებრივი კიდურის ნაწილი;


6. ყოველი ათლეტი უნდა აიწონოს მხოლოდ ერთხელ. განმეორებითი აწონვა დასაშვებია მხოლოდ იმ ათლეტებისთვის, რომელთა პირადი წონა პირველ აწონვაზე აღმოჩნდება იმ წონითი კატეგორიის დაშვებულ საზღვრებზე ნაკლები ან მეტი, რომელშიც ტარდება აწონვები. ასეთ ათლეტებს შეუძლიათ დაბრუნდნენ და მათი წონითი კატეგორიისთვის გამოყოფილ 90 (საათნახევარში) წუთში გაიარონ ხელახლი აწონვები. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გარიცხული იქნებიან შეჯიბრებიდან. ათლეტს, რომელიც ცდილობს შეიცვალოს პირადი წონა შეუძლია აიწონოს რამდენჯერაც უნდა, მაგრამ მხოლოდ გამოყოფილი დროის განმავლობაში და კენჭისყრით განსაზღვრული თანმიმდევრობის დაცვით. თუ ათლეტი განმეორებით აწონვაზე დროულად გამოცხადდა, მაგრამ სასწორზე დადგომა ვერ შეძლო რიგითობის მიხედვით მის წინ მდგარი ათლეტების გამო, მაშინ ის განმეორებით აწონვაზე შეიძლება დაშვებული იქნას 90 წუთის (საათნახევრის) გავლის შემდეგაც. მსგავს შემთხვევებში მსაჯებს შეუძლიათ ათლეტს განმეორებითი აწონვის უფლება თავის შეხედულებისამებრ მისცენ. აწონვის შედეგად განსაზღვრული ათლეტის პირადი წონა არ უნდა გამოცხადდეს ვიდრე მოცემული წონითი კატეგორიის (კატეგორიების) მონაწილეები აწონვებს სრულად არ გაივლიან;


7. ათლეტს აწონვა შეუძლია მხოლოდ იმ წონით კატეგორიაში, რომელშიც ის ჩაწერილი იყო შეჯიბრების დაწყებამდე 21 დღით ადრე გაკეთებულ განაცხადში, (საბოლოო ნომინაციაში). თუ ცალკეული საშეჯიბრო ნაკადები, რომლებშიც განაცხადი გაკეთებული აქვს 20 და მეტ ათლეტს, დაყოფილია ჯგუფებად, მაგალითად A, B ან/და C, მაშინ B და C ჯგუფებს შეუძლიათ გამოვიდნენ A ჯგუფის წინ, ერთი დღის განმავლობაში. ასეთი დაყოფის დროს A ჯგუფში უნდა იყოს მინიმუმ 8 (რვა) და მაქსიმუმ 12 (თორმეტი) ათლეტი;


8. ათლეტებმა შეჯიბრების დაწყებამდე უნდა შეამოწმონ ჩაჯდომის და წოლჭიმის სადგამები და საჭიროების შემთხვევაში ფეხის დასადგამი ბლოკები (ფირფიტები). შემოწმების შედეგად შედგება ოქმი, რომელშიც შეიტანება სადგამების სიმაღლეები. შემოწმების ოქმს ხელს აწერს ათლეტი ან მისი მწვრთნელი (ეს შედის მათ ინტერესებში). ამ ოფიციალური დოკუმენტის ასლი გადაეცემა ჟიურის, კომენტატორს (დიქტორს) და ფიცარნაგზე მყოფ ასისტენტების ხელმძღვანელს.

 

შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity