წონითი კატეგორიები
          
          სიმძიმეების აწევაში შეჯიბრებები დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გვხვდება (იხილეთ: ძალისმიერი სპორტის ისტორია). თავდაპირველი შეხედულებები ადამიანის ძალოსნურ შესაძლებლობებზე განსხვავებული იყო და ითვლებოდა, რომ რაც უფრო დიდი სხეულის წონა ქონდა ათლეტს მით უფრო ძლიერი იქნებოდა ის. ცოტა მოგვიანებით ძველი ბერძნები, შემდეგ კი რომაელები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ძალოსნური მონაცემები სრულებითაც არ არის დამოკიდებული სხეულის მასაზე და უფრო მეტიც ის შეიძლება განვითარდეს კუნთების ვარჯიშით. მიუხედავად ამისა XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე სხვადასხვა სახის ძალოსნური შეჯიბრებები ისე ტარდებოდა, რომ ატლეტის წონას ყურადღება არ ექცეოდა. შეჯიბრებებზე მსუბუქი და მძიმე წონის ათლეტები ერთად გამოდიოდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ გამოვლინდებოდა მხოლოდ აფსოლუტური გამარჯვებულები. დროთა განმავლობაში ნათელი გახდა, რომ ათლეტებს შორის წონის უმნიშვნელო განსხვავებაც, კი სიმძიმეების აწევის შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა.

          ძალისმიერი სპორტის სახეობებში წონითი კატეგორიები პირველად 1904 წელს ძალოსნობაში იქნა შემოღებული (70კგ; 80კგ. და 80+კგ). რაც შეეხება ძალისმიერ სამჭიდს, მისი განვითარების პირველ ეტაპზე (XX საუკუნის 50-იანი წლები) გამოიყენებოდა იგივე წონითი კატეგორიები, რაც ძალოსნობაში 

56კგ; 60კგ; 67კგ; 75კგ; 82,5კგ; 90კგ და სუპერმძიმე

შემდეგში ძალისმიერი სამჭიდის წონითი კატეგორიები ბევრჯერ შეიცვალა.

          2013 წლამდე პაუერლიფტინგის საერთაშორისო ფედერაციას (IPF) დადგენილი ქონდა შემდეგი წონითი კატეგორიები:


56კგ; 60კგ; 67,5კგ; 75კგ; 82,5კგ; 90კგ; 100კგ; 110კგ; 125კგ; 125+კგ.


          2013 წლის 1 იანვრიდან IPF-მა დაამტკიცა ახალი წესები, რომლის მიხედვითაც ძალისმიერ სამჭიდში შემოღებული იქნა ახალი წონითი კატეგორიები.



წონითი კატეგორიები

(IPF -ის ტექნიკური წესები - თავი 1 მუხლი 4)
________________________________________________
 


კაცებისთვის




 


ქალებისთვის


შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity