ზოგადი წესები

პაუერლიფტინგის ზოგადი წესები

 


1. ა) პაუერლიფტინგის საერთაშორისო ფედერაცია  IPF საშეჯიბროდ ცნობს შემდეგ      მოძრაობებს:

 

I - ჩაჯდომა      II - წოლჭიმი      III - ამოწევა

 

თითოეულ მოძრაობაში ნაჩვენები საუკეთესო შედეგების შეკრებით განისაზღვრება სამჭიდის ჯამი.


ჩამოთვლილი მოძრაობები IPF-ის წესებით ჩატარებულ ყველა შეჯიბრებაზე იმავე თანმიმდევრობით უნდა შესრულდეს.


ბ) ათლეტებს შორის შეჯიბრებები ტარდება სქესის, წონის და ასაკის მიხედვით გამოყოფილ ცალკეულ კატეგორიებში. ღია ასაკობრივი კატეგორიის ჩემპიონატებში დაიშვებიან სპორტსმენები, რომელთაც უკვე შეუსრულდათ 14 წელი. თუ შეჯიბრების პროგრამაში ღია ასაკობრივი კატეგორიის ჩემპიონატთან ერთად ჭაბუკების და ახალგაზრდების ჩემპიონატებიც შედის, მაშინ სპორტსმენს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მისი ასაკის შესაბამის ნებისმიერ ჩემპიონატში. ამ შემთვევაში სპორტსმენი დაჯილდოვდება მხოლოდ იმ ასაკობრივი კატეგორიის ჩემპიონატში, რომელშიც მიიღებს მონაწილეობას;

გ) მოცემული წესები ვრცელდება ყველა რანგის შეჯიბრებებზე;

დ) ყველა მონაწილეს თითოეულ მოძრაობაში ეძლევა სამი ცდის უფლება. თითოეულ მოძრაობაში სამი ცდიდან საუკეთესო შედეგი შეიკრიბება სამჭიდის ჯამში. თუ ორი ან მეტი ათლეტი სამჭიდის ჯამში ერთნაირ შედეგს აჩვენებს მაშინ გამარჯვებულად ჩაითვლება ის სპორტსმენი, რომელსაც ნაკლები სხეულის წონა აქვს;

ე) თუ ორმა ათლეტმა აწონვაზე სხეულის ერთნაირი წონა დააფიქსირა და სამჭიდის ჯამშიც ერთნაირი შედეგი აჩვენა, მაშინ გამარჯვებულად ჩაითვლება ის ათლეტი, რომელმაც სამჭიდის შედეგი პირველმა ჩათვალა.

ცალკეულ მოძრაობებში ჩაჯდომში, წოლჭიმში და ამოწევაში გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში, ასევე მსოფლიო რეკორდის დამყარების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას იგივე წესი;


2. IPF მისი წევრების (ეროვნული ფედერაციების) მეშვეობით ატარებს და სანქცირებას უკეთებს შემდეგი სახის მსოფლიო ჩემპიონატებს:

ა) კაცების და ქალების გაერთიანებული მსოფლიო ჩემპიონატი ღია ასაკობრივ კატეგორიაში;

ბ) კაცების და ქალების გაერთიანებული მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის;

გ) კაცების და ქალების გაერთიანებული მსოფლიო ჩემპიონატი ვეტერანებს შორის;

დ) კაცების და ქალების გაერთიანებული წოლჭიმის მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკებში, ახალგაზრდებსა და ღია ასაკობრივ კატეგორიაში;

ე) კაცების და ქალების გაერთიანებული წოლჭიმის მსოფლიო ჩემპიონატი ვეტერანებში;

ვ) კაცების და ქალების გაერთიანებული “პაუერლიფტინგ კლასიკი”-ს მსოფლიო ჩემპიონატი;

ზ) კაცების და ქალების გაერთიანებული “პაუერლიფტინგ კლასიკი”-ს მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის.

 

3. IPF მსოფლიო რეკორდებს ცნობს და არეგისტრირებს შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

 


ასაკობრივი კატეგორიები

 

კაცებისთვის



ქალებისთვის



ათლეტები შეჯიბრებებზე დაიშვებიან 14 წლიდან (დაბადების თარიღის მიხედვით).

 

4. ათლეტების მიერ დაკავებული ადგილები თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში უნდა განისაზღვროს მათ მიერ ნაჩვენები სამჭიდის ჯამის მიხედვით, შეჯიბრებების მოქმედი წესების შესაბამისად. მამაკაცები 70 წლიდან (ე.ი. ვეტერანები IV ჯგუფში) დაჯილდოვდებიან მედლებით თავთავიანთ წონით კატეგორიებში I, II, და III ადგილების დაკავებისთვის. ასევე ქალები როგორც 60 წლიდან (ე.ი. ვეტერანები III ჯგუფში) ისე 70 წლიდან (ე.ი. ვეტერანები IV ჯგუფში) დაჯილდოვდებიან მედლებით თავთავიანთ წონით და ასაკობრივ კატეგორიებში I, II, და III ადგილების დაკავებისთვის.

ასაკობრივი კატეგორიები და მათი დაყოფა შეიძლება შეიცვალოს ეროვნული ფედერაციების შეხედულებებისამებრ, თავად ნაციონალური ფედერაციის ფარგლებში.

 

 

წონითი კატეგორიები

 

კაცებისთვის



ქალებისთვის



5. თითოეულ ქვეყანას შეუძლია შეჯიბრებაზე გამოიყვანოს მაქსიმუმ 8 მონაწილე კაცებში თითოეულ 8 წონით კატეგორიაში და 7 მონაწილე ქალებში თითოეულ 7 წონით კატეგორიაში. ჭაბუკებისა და ახალგაზრდების შეჯიბრებებში გუნდის შემადგენლობაში შედის 9 მონაწილე კაცებში და 8 მონაწილე ქალებში. აქ ერთ წონით კატეგორიაში, ერთი ქვეყნიდან 2 მონაწილეზე მეტი არ უნდა იყოს;


6. თითოეულ ქვეყანას ნება ეძლევა ყავდეს არაუმეტეს 5 სათადარიგო ან სარეზერვო მონაწილე. იმისათვის, რომ ამ ათლეტებმა მონაწილეობა მიიღონ შეჯიბრებაში მათზე უნდა გაკეთდეს განაცხადი “წინასწარ ნომინაციაში” შეჯიბრების დაწყების თარიღამდე 60 დღით ადრე. “წინასწარ ნომინაციაში” ნაჩვენები უნდა იყოს ათლეტების წონითი კატეგორიები და სამჭიდის ჯამის საუკეთესო შედეგები, რომლებიც მათ ნაჩვენები აქვთ ეროვნულ ან საერთაშორისო შეჯიბრებებზე ბოლო 12 თვის განმავლობაში;


7. თითოეულმა ქვეყანამ უნდა წარადგინოს გუნდის წევრების სია, რომელშიც ნაჩვენები იქნება ათლეტების გვარები და სახელები, მათი წონითი კატეგორიები და მათ მიერ ეროვნულ ან საერთაშორისო შეჯიბრებებში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგები. აქ შეიძლება აღინიშნოს ათლეტის გასული წლის საერთაშორისო შეჯიბრებაზე დაფიქსირებული საუკეთესო შედეგი, იმავე წონით კატეგორიაში. აქვე ნაჩვენები უნდა იყოს იმ საერთაშორისო შეჯიბრების ჩატარების თარიღი და სრული სახელწოდება, რომელზეც დაფიქსირებული იქნა ეს შედეგი. ეს მონაცემები შეჯიბრების დაწყებამდე არა უგვიანეს 60 დღით ადრე “წინასწარ ნომინაციაში” უნდა მიეწოდოს ჩემპიონატის მდივანს IPF-დან ან შესაბამისი რეგიონალური ფედერაციიდან, ასევე შეჯიბრების დირექტორს. გუნდის საბოლოო სია, სათადარიგო ათლეტების ჩათვლით, უნდა შედგეს იმ სპორტსმენებისგან, რომლებმაც უკვე გაიარეს “წინასწარი ნომინაცია” ჩემპიონატის დაწყებამდე 60 დღით ადრე და უნდა მიეწოდოს “საბოლოო ნომინაციაში” შეჯიბრების ჩატარების თარიღამდე არა უგვიანეს 21 დღით ადრე. ამ მომენტისთვის გუნდის თითოეული წევრი წარდგენილი (ნომინირებული) უნდა იყოს იმ წონით კატეგორიაში, რომელშიც ის გამოვა აღნიშნულ შეჯიბრებაზე. გუნდის წევრების საბოლოო შერჩევის (ნომინირების) შემდეგ ათლეტს შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ იმ წონით კატეგორიაში, რომელშიც ის იყო ნომინირებული. გადასვლა სხვა წონით კატეგორიაში არ დაიშვება. ათლეტები, რომლებიც არ წარმოადგენენ ბოლო 12 თვის განმავლობაში ეროვნულ ან საერთაშორისო შეჯიბრებაზე ნაჩვენებ საუკეთესო შედეგს, მათ წონით კატეგორიაში მონაწილეთა ჯგუფებად დაყოფის შემთხვევაში, გამოვლენ I ჯგუფში.

გუნდის წევრების, წინასწარ და საბოლოო ნომინაციებში, წარდგენისათვის დადგენილი ნებისმიერ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობას შეიძლება მოყვეს გუნდის დისკვალიფიკაცია. თუ ათლეტი დისკვალიფიცირებული იქნა IPF-ის ან რეგიონალური ფედერაციის გადაწყვეტილებით, დისკვალიფიკაციის ვადის გასვლის შემდეგ მას მსოფლიო ჩემპიონატზე, რეგიონალურ ჩემპიონატზე ან საერთაშორისო შეჯიბრებებზე არ შეუძლია წარადგინოს საუკეთესო შედეგი, რომელიც მან აჩვენა დისკვალიფიკაციის პერიოდში ეროვნული ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებზე;


8. გუნდური ქულების დაანგარიშება მსოფლიო, კონტინენტის და რეგიონალურ ყველა ჩემპიონატზე უნდა მოხდეს შემდეგი წესით: ნებისმიერ წონით კატეგორიაში პირველი ცხრა ადგილის დაკავებისთვის ათლეტს მიენიჭება 12, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2 ქულა. IX ადგილის შემდეგ ყოველ ათლეტს, რომელიც დაამთავრებს შეჯიბრებას და დააფიქსირებს შედეგს მიენიჭება 1 ქულა.

ეროვნულ შეჯიბრებებზე ქულების დათვლა უნდა მოხდეს ეროვნული ფედერაციების შეხედულებებისამებრ;


9. საერთაშორისო ჩემპიონატებზე გუნდურ შეჯიბრებებში ქულები დაანგარიშდება თითოეული ქვეყნის გუნდის წევრებიდან საუკეთესო 5 ათლეტის შედეგებით, რომლებიც პირად შეჯიბრებებში დაიკავებენ ყველაზე მაღალ ადგილებს. თუ 2 ან მეტი ქვეყნის გუნდი თანაბარ ქულებს დააგროვებს, მაშინ მათ შორის ადგილების გადანაწილება უნდა მოხდეს პაუერლიფტინგის ზოგადი წესების მე-11 მუხლის შესაბამისად. თუ გუნდის რომელიმე წევრი, რომლის შედეგი გამოყენებული იქნა გუნდური ქულების დაანგარიშების დროს, გამოვლენილი იქნა IPF-ის ანტიდოპინგური წესების დარღვევაში, მაშინ ამ ათლეტის ქულები გუნდურ შედეგს უნდა გამოაკლდეს ისე, რომ მის სანაცვლოდ სხვა სპორტსმენის ქულები აღარ დაემატება;


10. თითოეულმა ქვეყანამ, რომელიც 3 წელზე მეტი არის IPF-ის წევრი, საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობის დროს თავის დელეგაციაში უნდა შეიყვანოს თუნდაც ერთი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. თუ, რომელიმე მონაწილე ქვეყნამ შეჯიბრებაზე მსაჯი არ წარმოადგინა ან წარმოადგინა ისეთი, რომელსაც არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მსაჯობაში ან იყოს ამ შეჯიბრების ჟიურის წევრი, მაშინ გუნდურ ჩათვლაში ქულების დათვლის დროს ამ ქვეყნის ქულები 5-ის ნაცვლად 4 საუკეთესო ათლეტის შედეგებით უნდა დაანგარიშდეს;


11. გუნდები უნდა დაჯილდოვდნენ პირველი სამი ადგილის დაკავებისთვის. თუ რამდენიმე ქვეყნის გუნდი გუნდურ ჩათვლაში თანაბარ ქულებს დააგროვებს, მაშინ გამარჯვებულად უნდა ჩაითალოს იმ ქვეყნის გუნდი, რომელსაც დაკავებული აქვს მეტი I ადგილი. თუ I ადგილებიც თანაბარია, მაშინ გამარჯვებულად უნდა ჩაითვალოს იმ ქვეყნის გუნდი, რომელსაც დაკავებული აქვს მეტი II ადგილი და ა.შ. გათვალისწინებული უნდა იქნას გუნდის საუკეთესო 5 ათლეტის მიერ დაკავებული ადგილები. თუ ამ პროცედურის შემდეგაც ორი გუნდი თანაბარ ქულებს დააგროვებს, მაშინ გამარჯვებულის გამოვლენა უნდა მოხდეს ვილკსის კოეფიციენტის გამოყენებით;


12. IPF-ის მიერ ჩატარებულ ყველა ჩემპიონატზე აბსოლუტური გამარჯვებულის ანუ “საუკეთესო ათლეტი”-ს (Bესტ Lიფტერ) ჯილდო გადაეცემა ათლეტს, რომელიც აჩვენებს საუკეთესო შედეგს ვილკსის კოეფიციენტის მიხედვით. ჯილდოები ასევე გადაეცემათ აბსოლუტურ ჩათვლაში II და III ადგილზე გასულ ათლეტებს;


13. საერთაშორისო ჩემპიონატებზე მედლებით დაჯილდოვება ხდება თითოეულ წონით კატეგორიაში სამჭიდის ჯამში ნაჩვენები შედეგებით I, II და III ადგილის დაკავებისათვის. გარდა ამისა ათლეტებს უნდა გადაეცეთ მედლები ან სერთიფიკატები სამჭიდის ცალკეულ მოძრაობებში ჩაჯდომში, წოლჭიმში და ამოწევაში თითოეულ წონით კატეგორიაში დაკავებული I, II და III ადგილისთვის. თუ ათლეტი სამჭიდის რომელიმე ერთ ან ორ მოძრაობაში ნულოვან შეფასებას მიიღებს მას შეუძლია გააგრძელოს შეჯიბრება დარჩენილ მოძრაობებში (მოძრაობაში) და შედეგიანად გამოსვლის შემთხვევაში შეუძლია დაიკავოს საპრიზო ადგილი და მიიღოს შესაბამისი ჯილდო. ამისათვის ყველა ათლეტი ვალდებულია სამჭიდის თითოეულ მოძრაობაში ბოლომდე გაიხარჯოს.

მსოფლიო ჩემპიონატების დაჯილდოების ცერემონიალზე დაიშვება შემდეგი ფორმის ჩაცმულობა: ეროვნული გუნდის სრული სპორტული კოსტიუმი, მაისური, სპორტული ფეხსაცმელი. დაჯილდოების დროს ფორმის ჩაცმულობას აკონტროლებს საშეჯიბრო ნაკადის ტექნიკური კონტროლიორი. დაჯილდოების დროს ჩაცმულობის დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში სპორტსმენს ჩამოერთმევა მედალის (მედლების) მიღების უფლება, თუმცა შეჯიბრების შემაჯამებელ ოქმში მას დაკავებული ადგილი შეუნარჩუნდება;


14. აკრძალულია გამხნევების მიზნით ათლეტზე სილის გარტყმა ასევე ნებისმიერი დარტყმა აუდიტორიის და ტელეკამერების წინაშე.


შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity