ძალისმიერი სამჭიდის საერთაშორისო ორგანიზაციები

ძალისმიერი სამჭიდის  საერთაშორისო ორგანიზაციები


         დღეისათვის მსოფლიოში მოქმედებს პაუერლიფტინგის მრავალი საერთაშორისო და სხვა სახის ორგანიზაცია, რომელთა რიცხვი მუდმივად იზრდება. ყოველივე ეს გამოწვეულია იმითი, რომ პაუერლიფტინგში წმინდა სპორტული ინტერესების გარდა დიდია კომერციული ინტერესებიც. ძალისმიერი სამჭიდი, როგორც თავად სპორტი და როგორც ვარჯიშების სისტება ხასიათდება მასობრიობით. იგი არ აწესებს ასაკობრივ შეზღუდვებს და ამასთან ერთად სხვადასხვა სპორტის სახეობებში გამოიყენება, როგორც ძალოსნური მომზადების სისტემა.


         პაუერლიფტინგის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციებია:


      1.   International Powerlifting Federation (IPF)

     2.     World Natural Powerlifting Federation (WNPF)

     3.     International Powerlifting Association (IPA)

     4.     Revolution Powerlifting Syndicate (RPS)

     5.     Xtreme Powerlifting Coalition (XPC)

     6.     Global Powerlifting Committee (GPC)

     7.     World Powerlifting Federation (WPF)

     8.     World Drug-Free Powerlifting Federation (WDFPF)

     9.     World Powerlifting Alliance (WPA)

     10.   World Powerlifting Congress (WPC)

     11.   World Association of Bench Pressers and Deadlifters (WABDL)

     12.   European Drug-Free Power Athletics Union

 

          პაუერლიფტინგის მრავალრიცხოვან ფედერაციებს შორის ყველაზე ცნობილი და პოპულარული არის პაუერლიფტინგის საერთაშორისო ფედერაცია - IPF (იხილეთ: www.powerlifting-ipf.com)IPF ერთადერთი საერთაშორისო ფედერაციაა, რომელსაც აქვს  ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური აღიარება და  არის მსოფლიო თამაშების საერთაშორისო ასოციაციის და საერთაშორისო სპორტული ფედერაციების გენერალური ასამბლეის წევრი


IPF-ის ოფიციალური ლოგო


          2004 წელს, დადგენილი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გაწეული სამუშაოებისა  და აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ, IPF-მა მიიღო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური აღიარება და ხელი მოაწერა მსოფლიო ანტი-დოპინგურ კოდექსს (WADA), რაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა. 2007 წლის მონაცემებით IPF-ში გაწევრიანებული იყო მსოფლიოს 108 ქვეყნის პაუერლიფტინგის ფედერაცია და მათ შორის საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციაც, რომელიც IPF-ის წევრი 1990 წელს გახდა.

         

შენიშვნა: მსოფლიოში მოქმედი პაუერლიფტინგის სხვა ფედერაციები შესაძლოა ატარებენ საერთაშორისო სტატუსს და თავიანთი საქმიანობით დიდ მასშტაბებს მოიცავენ, მაგრამ მსოფლიოს წამყვანი სპორტული ორგანიზაციები მათ არ ცნობენ. შეიძლება ითქვას, რომ IPF-ის გარდა არც ერთი სხვა ფედერაციის სტატუსი სპორტული თვალსაზრისით განსაზღვრული არ არის.

შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity