სიახლეები
2013-07-29 - ჩატარდა შ. ბეჟაშვილის სახელობის ტურნირი წოლჭიმში

მიმდინარე წლის 28 ივლისს საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციამ ჩაატარა ლეგენდარული ქართველი ათლეტის და სპორტული მოღვაწის შოთა ბეჟაშვილის სახელობის ტურნირი წოლჭიმში. ტურნირი IPF-ის წესების შესაბამისად  ყველა ასაკობრივ ჟგუფში (ღია, ჭაბუკები, ახალგაზრდები, ვეტერანები) 8 წონით კატეგორიაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო ათლეტებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან და სპორტული კლუბებიდან


იხილეთ ოფიციალური ვიდეო  http://youtu.be/jGuCd7K6omg  

 

გამოვლინდნენ გამარჯვებულები ინდივიდუალურ და გუნდურ ჩათვლაში. ასევე გამოვლენილი იქნა ტურნირის საუკეთესო ათლეტების ათეული, აბსოლუტურ ჩათვლაში, ვილკსის კოეფიციენტით. გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და მედლებით. ტურნირი განსაკუთრებული იყო იმითიც, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო პაუერლიფტერმა ქალმა. ვალიტა მელიქიძემ, რომელიც შეჯიბრებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით გამოვიდა 59 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში 65 კილოგრამის შტანგა აჭიმა და საქართველოს ახალი რეკორდი დააფიქსირა.


 

იხილეთ ტურნირის შედეგები:







აბსოლუტურ ჩათვლაში გამოვლენილ პირველ ათეულში ადგილები ასე გადანაწილდა:







გუნდურ ჩათვლაში ადგილები ასე გადანაწილდა

 

 

I ადგილი კლუბი "სიღნაღ"  ხელმძღვანელი შოთა ბეჟაშვილი

 

II ადგილი კლუბი "ვეფხვები"  ხელმძღვანელი გიორგი ფურცელაძე

 

        III ადგილი კლუბი "გორილა" ხელმძღვანელი ლევან წურწუმია




ტურნირის სრული ფოტო მასალა იხილეთ "გალერეაში"

შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity