სიახლეები
2013-01-15 - 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენების ათეული

15 იანვარს კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" გაიმართა არაოლიმპიურ სპორტის სახეობებში 2012 წლის საუკეთესო სპორთსმენების დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას, რომელიც სპორტული რადიო "ჯა-კო"- და მისი ხელმძღვანელის ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილის მიერ იყო ორგანიზებული დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა მინისტრი ბატონი ლევან ყიფიანი, სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები და ქართული სპორტის სახელოვანი წარმომადგენლები. საღამოზე დასახელდა 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენთა ათეული, რომლებსაც რადიო "ჯა-კო"-, სხვადასხვა სპონსორების და სპორტული ფედერაციების სახელით გადაეცათ მედლები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები. სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგად 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელებული იქნა მკლავჭიდის წარმომადგენელი, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი გენადი კვიკვინია. საუკეთესო ათეულში ადგილები ასე გადანაწილდა:


 

          I ადგილი - გენადი კვიკვინია (მკლავჭიდი)


          II ადგილი - გიორგი ბაინდურაშვილი (სამბო)


          III ადგილი - ადამ ოქრუაშვილი (ქართული ჭიდაობა)


          IV ადგილი - ლევან გილიგაშვილი (ძალისმიერი სამჭიდი)


          V ადგილი - ნანა ძაგნიძე (ჭადრაკი, ბლიცი)


          VI ადგილი - გოგა ალთუნაშვილი (ფუტსალი)


          VII ადგილი - უშანგი კუზანაშვილი (სამბო)


          VIII ადგილი - დავით პატარიძე (კარატე)


          IX ადგილი - პაატა ხმალაძე (ბილიარდი)


          X ადგილი - თემურ ქურციკიძე (ნარდი)


 

საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციიდან 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაზე წარდგენილი იყო ფედერაციის წამყვანი სპორტსმენი ლევან გილიგაშვილი, რომელიც  საუკეთესო ათეულში შევიდა და IV ადგილი დაიკავა. ლევანის მედალი გადასცა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძალოსნობაში კახი კახიაშვილმა. დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის დელეგაცია საპატიო პრეზიდენტი ბორის სარალიძერომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და საქართველოში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გოჩა გუძუაძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ჭავჭანიძე და გენერალური მდივანი ელგუჯა კვიკვინია.


იხილეთ ვიდეო

 

დასასრულს ავღნიშნავთ, რომ  სპორტული რადიო "ჯა-კო" წლის საუკეთესო სპორტსმენების დასახელების ცერემონიას ყოველწლიურად 15 იანვარს, მის დაარსების დღეს, ატარებს. წელს რადიოს 7 წელი შეუსრულდა რაც სპორტსმენების დაჯილდოების შემდეგ სადღესასწაულო ტორტის გაჭრით აღინიშნა. საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია ყველა სპორტსმენის სახელით მადლობას უხდის რადიო "ჯა-კო"- ხელმძღვანელს ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს და რადიოს ყველა თანამშრომელს სპორტის მხარდაჭერისთვის, ულოცავს დაბადების დღეს და უსურვებს წარმატებებს თავის საქმიანობაში.


 






       


 

შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity