სიახლეები
2013-05-26 - ჩატარდა 2013 წ. საქართველოს თასის ღია გათამაშება


          მიმდინარე წლის 25-26 მაისს საქართველოს ატლეტიზმის ფედერაციამ ჩაატარა 2013 წლის საქართველოს თასის ღია გათამაშება ძალისმიერ სამჭიდში, წოლჭიმსა და ბიცებსებით წონის აწევაში. საქართველოს თასის გათამაშება, რომელიც ყოველწლიურად ტარდება წლეულს საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ღვაწლმოსილი წევრის ზურაბ ჭავჭანიძის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა.


          ბატონი ზურაბი უკვე 40 წელზე მეტია ათლეტიზმის სამსახურშია. იგი არის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს, ევროპის და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი. 1986 წლიდან დღემდე არის საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი. აღზრდილი ყავს არაერთი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი და რეკორდსმენი. მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის და მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის წოდებები ათლეტიზმში. 2000 წელს ბატონი ზურაბ ჭავჭანიძე დასახელებული იქნა XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად ათლეტიზმში.

 

          2013 წლის საქართველოს ღია თასის გათამაშება ორდღიანი იყო და მასში მონაწილეობა მიიღო, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსულმა კლუბებმა ისე ირანის ეროვნულმა ნაკრებმა, საერთო ჯამში 120 სპორტსმენმა. ქართული კლუბებიდან ასპარეზობაში ჩაერთნენ კლუბები: სიღნაღი, თელავი, იმერეთი, ფაზისი 2011,  კასპი, თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორილა, ვეფხვები, დავითი, პანტერა, ოლიმპი, გლდანის საცურაო აუზი, სპორტი ყველასათვის, ფიტნეს კლუბი და გლადიატორი.

 

          საქართველოს თასის გათამაშება IPF-ის წესების შესაბამისად ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა: ღია ასაკობრივ კატეგორიაში, ჭაბუკებში, ახალგაზრდებში და ვეტერანებში. გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდნენ 8 წონით კატეგორიაში, რომლებსაც გადაეცათ დიპლომები დამედლები.


          ძალისმიერი სამჭიდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოძრაობაში - წოლჭიმში, გამოვლენილი იქნა საუკეთესო სამეული ვილკსის კოეფიციენტით. III ადგილზე გავიდა ირანის ნაკრების წევრი ჯავად საეიდ ფოური, რომელმაც 120 კილოგრამ წონით კატეგორიაში 245 კილოგრამი შტანგა აჭიმა და ვილკსის კოეფიციენტით 141,855 ქულა დააგროვა. II ადგილი დაიკავა ათლეტმა სიღნაღიდან ცოტნე ბეჟაშვილმა, რომელმაც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში 190 კილოგრამი შტანგა აჭიმადა ვილკსის კოეფიციენტით 150,708 ქულა დააგროვა. გათამაშების აბსოლუტური გამარჯვებული გახდა კიდევ ერთი სიღნაღელი სპორტსმენი გიორგი ბეროშვილი, რომელმაც 120 კილოგრამ წონით კატეგორიაში 257,5 კილოგრამის შტანგა აწია და ვილკსის კოეფიციენტით 151,373 ქულა დააგროვა. ასეთი შედეგის მიუხედავად გიორგი ბეროშვილს გამოსვლა არ დაუმთავრებია. მან სარეკორდო წონაზე მისასვლელად IV ცდის უფლება მოითხოვა 265 კილოგრამის შტანგა აჭიმა და საქართველოს ახალი რეკორდიც დაამყარა. უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ბეროშვილის, ცოტნე ბეჟაშვილის და მთლიანად სიღნაღის გუნდის მწვრთნელი არის ლეგენდარული ქართველი ატლეტი, მსოფლიოს ჩემპიონი და რეკორდსმენი შოთა ბეჟაშვილი.



 საფ-ის პრეზიდენტი ნიკოლოზ სარალიძე აჯილდოებს

აბსოლუტურ გამარჯვებულებს






          ასპარეზობის ბოლოს გამოვლენილი იქნა გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული კლუბები, რომლებსაც გადაეცათ სიგელები და თასები. გუნდურ ჩათვლაში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა

 

            I ადგილი - თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი

 

           II ადგილი - თავდაცვის სამინისტროს გუნდი

 

          III ადგილი - კლუბიფაზისი 2011“.

 



გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული გუნდების ხელმძღვანელები



          ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ 2013 წლის საქართველოს ღია თასის გამარჯვებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს ხელმძღვანელობს ბატონი ზურაბ ჭავჭანიძე.

 


გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული თსუ-ს გუნდი 



იხილეთ შედეგების ცხრილები:


1. წოლჭიმის შეჯიბრების შედეგები ღია ასაკობრივ კატეგორიაში


2. წოლჭიმის შეჯიბრების შედეგები ჭაბუკებში


3. წოლჭიმის შეჯიბრების შედეგები ახალგაზრდებში


4. წოლჭიმის შეჯიბრების შედეგები ვეტერანებში


5. ძალისმიერი სამჭიდის შეჯიბრების შედეგები ღია ასაკობრივ კატეგორიაში


6. ძალისმიერი სამჭიდის შეჯიბრების შედეგები ჭაბუკებში


7. ძალისმიერი სამჭიდის შეჯიბრების შედეგები ახალგაზრდებში


8. შედეგები ბიცებსებით წონის აწევაში 


შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity