სიახლეები
2017-12-11 - წარმატება ევროპის თასსზე
1-3 დეკებბერს ესპანეთის ქ, მალაგაში ჩატარდა ევროპის თასის გათამაშება ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში სადაც მონაწილეობდა საქართველოს ნაკრები გუნდი 
ძალისმიერ სამჭიდი წარდგენილი იყო ორი სპორტსმენით: 66 კგ წონით კატეგორიაში  ასპარეზობდა გივი მარგველაშვილი, რომელმაც შედეგით 505 კგ დაიკავა პირველი ადგილი, 105 კგ წონით კატეგორიაში ჩვენი გუნდის წარმომადგენელმა რაულ ცირეკიძემ ავადმყოფობის გამო (მაღალი სიცხე)  სამწუხაროდ ვერ შესძლო გამოსვლა.
 წოლჭიმში ჩვენი გუნდის სახელს იცავდნენ:  თეიმურაზ კალანდაძე 74 კგ წონითი კატეგორია  პირველი ადგილი შედეგით 140 კგ, ლევან გილიგაშვილი 83 კგ წონითი კარეგორია, პირველი ადგილი შედეგით 177,5 კგ და კობა კობახიძე 105 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი შედეგით 177,5 კგ. აღსანიშნავია, რომ ვილკსის კოეფიციენტით (აბსოლუტური შედეგი) პირველი ადგილი დაიკავა ლევან გილიგაშვილმა და გადაეცა საუკეთესო სპორტსმენის პრიზი. ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს, ფედერაციას და გულშემატკივრებს ამ კიდევ ერთ წარმატებას.





შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2018
mycity