სიახლეები
2017-09-29 - წარმატება არნოლდ კლასიკ ევროპაზე
22–24 სექტემბერს ესპანეთის ქ. ბარსელონაში ჩატარდე არნოლდ კლასიკ ევოპის ჩემპიონატი სადაც სპორტის სხვა სახეობებთან ერთად ჩატარდა შეჯიბრი ძალისმიერ სამჭიდში, ჩვენი ქვეყანა ძალისმიერ სამჭიდში წარმოდგენილი იყო  ორი სპორტსმენით 66 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა ქუთაისელი გივი მარგველაშვილი, 120 კგ წონით კატეგორიაში კი თბილისელი რუბენ ქარქუსაშვილი. შეჯიბრი ტარდებოდა როგორც წონით კატეგორიებში ასევე  ვილკსის კოეფიციენტით. გივი მარგველაშვილმა თავის წონით კატეგორიაში დაიკავა პირველი ადგილი, ხოლო ვილკსის კოეფიციენტით დაიკავა მეთერთმეტე ადგილი. რუბენ ქარქუსაშვილმა თავის წონაში დაიკავა მესამე ადგილი, აბსოლუტური შედეგით კი გავიდა მერვე ადგილზე, არსანიშნავის რომ წოლჭიმში რუბენ ქარქუსაშვილმა აჩვენა აბსოლუტური შესეგი 215 კგ. გუნდის მწვრთნელი იყო ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი ნიკოლოზ სარალიძე, ასევე გუნდს ახლდა გულშემატკივარი რომან სარალიძე, რომელსაც თანადგომისთვის დიდ მადლობას ვუხდით.





შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity