სიახლეები
2017-08-20 - წარმატება მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017–ზე
„მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა“ აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში 7-16 აგვისტოს მიმდინარეობდა. აღნიშნული საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მასში მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით მოქმედი და ყოფილი პოლიციელი, ასევე, მეხანძრე-მაშველი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობს. შს სამინისტროს თანამშრომლებმა აშშ-ში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ზე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში 14 მედალი მოიპოვეს - 6 ოქროს და 8 ვერცხლის. აქედან სამი მედალი საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის სპორტსმენების მონაპოვარია.  ოქროს მედლები წოლჭიმში მოიპოვეს ლევან გილიგაშვილმა და ვასილ მინდორაშვილმა,  ვერცხლის მედალი კობა კობახიძემ.
ვულოცავთ შსს სამინისტროს ამ წარმატებას და ახალ გამარჯვებებს ვუსურვებთ.




შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity