სიახლეები
2017-08-17 - წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
10–13 აგვისტოს ფინეთის ქ. ილიტორნიოში, რომელიც მდებარეობს პოლარულ წრეზე, ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი წოლჭიმში.  საქართველო ამ ჩემპიონატზე წარდგენილი იყო სამი სპორტსმენით. 74 კგ წონითი კატეგორია – ნიკა არსენაშვილი 23 წლამდელებში, 83 კგ წონით კატეგორიაში ჯემალ ნანდოშვილი ასევე 23 წლამდელებში და თეიმურაზ ლუტიძე 120 კგ წონით კატეგორიაში ღია ასაკიობრივ კატეგორიაში. 12 აგვისტოს ერთდროულად მოუწიათ გამოსვლა ნიკა არსენაშვილს და ჯემალ ნანდოშვილს, ნიკა არსენაშვილმა აჩვენა შედეგი 150 კგ და დაიკავა მესამე ადგილი (ბრინჯაოს მედალი), შარშანდელმა მსოფლიო ჩემპიონმა 19 წლამდელებში, ჯემალ ნანდოშვილმა კი შედეგით 190 კგ მოიპოვა ოქროს მედალი და გახდა ევროპის ჩემპიონი, 13 აგვისტოს ასპარეზობდა თეიმურაზ ლუტიძე, რომელმაც  საწყის წონაზე 222,5 კგ მიიღო მხრის ტრავმა და ამ შედეგის გაუმჯობესება ვერ შესძლო და საბოლოოდ დასჯერდა მეხუთე ადგილს. გუნდს მწვრთნელის რანგში ახლდა ელგუჯა კვიკვინია.
ვულოცავთ საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციას და მის გულშემატკივრებს ამ წარმატებას.


















შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity