სიახლეები
2017-07-04 - შოთა ბეჟაშვილის სახელობის ტურნირი
    2017 წლის 1 ივლისს ქ, სიღნაღშიჩატარდა შოთა ბეჟაშვილის სახელობის ტურნირი წოლჭიმში, სადაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა კლუბის სპორტსმენებმა.  დამყარდა სამი საქართველოს რეკორდი წოლჭიმში, 53 კგ წონით კატეგორიაში თელაველმა თორნიკე ერისთავმა ჭაბუკებში (19 წლამდე) 100 კგ 83 კგ წონით კატეგორიაში ჯიმი ნანდოშვილმა დაამყარა საქართველოს რეკორდი 187,5 კგ, რომელიც ასევე არის მსოფლიო რეკორდი, 93 კგ წონით კატეგორიაში თეიმურაზ გოგოლაძემ დაამყარა ასევე საქართველოს რეკორდი ვეტერანებში 181 კგ. შეჯიბრების დამთავრების შემდეგ ჩატარდა გამარჯვებულთა დაჯილდოვება წონითი კატეგორიების მიხედვით. გამოვლინდა სამი საუკეთესო სპორტსმენი ვილკსის კოეფიციენტით – პირველი ადგილი დაიკავა თეიმურაზ ლუტიძემ, მეორე ადგილზე გავიდა ლევან გილიგაშვილი ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ჯიმი ნანდოშვილი. გუნდურ ჩათვლაში გაიმარჯვა წნორის სპორტკუბმა "ტიტანი", მეორე ადგილზე გავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა ქ, სიღნაღის გუნდმა. იხილეთ შედეგები


                                      











შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity