სიახლეები
2017-05-14 - ჩემპიონთა ჩემპიონატი
2017 წლის 14 მაისს ქ. თბილისში ჩატარდა ჩემპიონთა ჩემპიონატი წოლჭიმსა და ამოწევაში ვილკსის კოეფიციენტით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო რვა სპორტსმენმა (4 წოლჭიმში და 4 ამოწევაში). შეჯიბრზე დაწესებული იყომ ფულადი პრიზი I ადგილი 1500 ლარი, II ადგილი 1250 ლარი, III ადგილი 1000 ლარი. შეჯიბრზე საპრიზო ადგილები განაწილდა შემდეგნაირად:
წოლჭიმში I ადგილი დაიკავა თეიმურაზ ლუტიძემ, რომელსაც გადაეცა 1500 ლარი, II ადგილი დაიკავა ლევან გილიგაშვილმა და გადაეცა 1250 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ნიკა არსენაშვილი – 1000 ლარი.
ამოწევაში I ადგილი დაიკავა ჯაბა ღობნელიშვილმა, რომელსაც გადაეცა 1500 ლარი, II ადგილი დაიკავა გივი მარგველაშვილმა და გადაეცა 1250 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა რუბენ ქარქუსაშვილი – 1000 ლარი.
დეტალური შედეგები იხილეთ ჩემპიონატის ოქმში:


შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity