სიახლეები
2017-01-23 - ძლიერი ქალი, ძლიერი საქართველო

ძლიერი ქალი ძლიერი საქართველო

ბინა გამარჯვებულს

საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია 24 სექტემბერს, ქალთა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის ატარებს თბილისის ღია ჩემპიონატს ჩაჯდომში ქალთა შორის.

შეჯიბრში გამარჯვებული გამოვლინდება აბსოლუტურ ჩათვლაში, რომელიც  ე.წ. ,,სმიტის“ ტრენაჟორზე შეასრულებს ჩაჯდომას 50 კგ წონით მეტ გამეორებას.  შტანგის წონა უნდა იყოს ე.წ. ,,ტროსის“ გარეშე.

გამარჯვებულ ათეულს გადაეცემა ფულადი ჯილდო:

1       ადგილი - 1000 ლარი;

2       ადგილი - 900 ლარი;

3       ადგილი - 800 ლარი;

4       ადგილი - 700 ლარი;

5       ადგილი - 600 ლარი;

6       ადგილი - 500 ლარი;

7       ადგილი - 400 ლარი;

8       ადგილი - 300 ლარი;

9       ადგილი - 200 ლარი;

10  ადგილი - 100 ლარი;

თბილისის ღია ჩემპიონატზე გამარჯვებული ათეული მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც ჩატარდება 17 დეკემბერს.

გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება შემდეგი პრიზებით:

1 ადგილი - ერთ ოთახიანი ბინა თბილისში ახალაშენებულ კორპუსში;

2 ადგილი - 5000 ლარი;

3 ადგილი - 3000 ლარი;

ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების მსურველებმა პირადი ინფორმაცია გამოაგზავნეთ ქვემოთ მითითებულ მეილზე 25 ივნისამდე.

strongwomengeorgia@gmail.com

პირადი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ტელეფონის ნომერი.

წესები: 

მონაწილის წონა არ უნდა აღემატებოდეს 75 კგ-ს. 75 კგ-ზე მეტი არ დაიშვება;

აწონვა 24 სექტემბერს 10დან 11 სთ-მდე შეჯიბრი დაიწყება 12 სთ-ზე;

შტანგის წონა 50 კგ;

 ჩაჯდომა უნდა შესრულდეს სმიტის ტრენაჟორზე სამჭიდის წესებით (რაც გულისხმობს ბოლომდე ჩაჯდომას);

სპონსორების პრეზენტაცია გაიმართება 1 სექტემბერს, ამავე დღეს დასახელდება შეჯიბრის ადგილი.

შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity