სიახლეები
2016-12-20 - საქართველოს ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმშო
ქ. გორში 17 და 18 დეკემბერს ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში ყველა ასაკობრივ კატეგორიაში. შეჯიბრებაში მონაწილეობდა სააქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 11 გუნდი.
17 დეკემბერს ჩატარდა შეჯიბრი ძალისმიერ სამჭიდში, სადაც მონაწილეობა მიიღო 53-მა სპორტსმენმა, აქედან ხუთი სპორტსმენი ქალი იყო. დამყარდა რამოდენიმე ასაქართველოს რეკორდი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში. გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა ქ. ქუთაისის გუნდმა, მწვრთნელი ავთანდილ ახვლედიანი, მეორე ადგილზე გავიდა წნორის გუნდი, მწვრთნელი ზურაბ მახაშვილი, ხოლო გუნდური მესამე ადგილი დაიკავა ახალციხის გუნდმა "ჯიმ ოლიმპი", მწვრთნელი სპარტაკ თაქთაქიძე.
18 დეკემბერს ჩატარდა შეჯიბრი წოლჭიმში, სადაც მონაწილეობდა 34 სპორტსმენი. დამყარდა რამოდენიმე საქართველოს რეკორდი სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში. განსაკუთებით აღსანიშნავია სიღნაღელი 17  წლის სპორტსმენის ჯემალ ნანდოშვილის წარმატება, მან გააუმჯობესა საკუთარი მსოფლიო რეკორდი რომელიც წელს დაამყარა სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე და დააფიქსირა ახალი წონა 181 კგ. გუნდურ ჩათვლაში პირველობა ტრადიციულად არავის დაუთმო სიღნაღის გუნდმა შოთა ბეჟაშვილის ხელმძღვანელობით, მეორე ადგილზე გავიდა თელავის გუნდი, მწვრთნელი ზურაბ ძამუკაშვილი,  მესამე ადგილი დაიკავა ქუთაისის გუნდმა, მწვრთნელი ავთანდილ ახვლედიანი.
ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დაკომპლექტება საქართველოს ნაკრები გუნდები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე.
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქ. გორის მერიას, მერიის სპორტის და კულტურის სამსახურს და პირადად მის უფროსს ბატონ რამაზ შიოშვილს თანადგომისათვის, რომლის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა ამ შეჯიბრის წარმატებით ჩატარება.








შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity