სიახლეები
2016-12-12 - დიდი წარმატება ევროპის თასზე
2016 წლის 2–4 დეკემბერს ესპანეთის ქ. მალაგაში ჩატარდა ევროპის თასის გათამაშება ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში. საქართველო ამ შეჯიბრზე წარდგენილი იყო შვიდი სპორტსმენით. ექვსი მამაკაცი და ერთი ქალი. 
2 დეკემბერს  იასპარეზა ჩვენმა ოთხმა წოლჭიმელმა და მოიპოვეს 2 ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი. 
83 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა თელაველმა გიგა ვენჯელაშვილმა, ამავე წონაში მეორე ადგილზე გავიდა თბილისელი ირაკლი უნგიაძე, 93 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა თბილისელმა სპორტსმენმა, წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა დავით გაბელაიამ. 105 კგ–ში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვალერი შარმიაშვილმა დაიკავა მესამე ადგილი. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველად ისტორიაში დაიკავა პირველი ადგილი.
3 და 4 დეკემბერს ჩატარდა შეჯიბრი ძალისმიერ სამჭიდში. ჩვენი გუნდიდან პირველი გამოვიდა თბილისელი სპორტსმენი მარიანა რაზმაძე 57 კგ წონით კატეგორიაში და დაიკავა პირველი ადგილი, საქართველოს ქალ სპორტსმენთა შორის ასეთი წარმატება ჯერ არავის არ ჰქონია, მას ავარჯიშებს მეუღლე დავით გაბელაია.  66 კგ წონით ტეგორიაში ასევე ჩემპიონი გახდა ქუთაისელი სპორტსმენი გივი მარგველაშვილი, ხოლო74 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა ასევე ქუთაისელმა სპორტსმენმა ზურაბ ჩხეტიანმა. 
ასევე ჩატარდა დაჯილდოება აბსოლუტური შედეგით (ვილკსის კოეფიციენტი) სადაც გიგა ვენჯელაშვილი ასალგაზრდებში გავიდა პირველ ადგილზე, ხოლო დიდებში (ღია) მესამე ადგილზე.
ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს ამ მორიგ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალშიც გაახარონ გულშემატკივრები.
















შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity