სიახლეები
2016-05-22 - დიდი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე

14-21 მაისს სამხრეთ აფრიკის ქ.პოტჩესტრუმში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი წოლჭიმში. ჩვენი ქვეყანა ამ ფორუმზე წარდგენილი იყო 5 სპორტსმენით და ერთი მწვრთნელით (ბორის სარალიძე).

18 მაისს პირველი შეჯიბრზე წარსდგა ახალგაზრდა  სიღნაღელი  სპორტსმენი, საქართველოდან პირველი მსოფლიო ჩემპიონის, საქართველოს ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელის აღზრდილი 17 წლის  ჯიმი ნანდოშვილი, რომელიც გამოვიდა ჭაბუკებში 83 კგ წონით კატეგორიაში, ორჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი - 167.5 და 172 კგ და მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

20 მაისს მონაწილეობდა 3 სპორტსმენი

ცოტნე ბეჟაშვილმა, 66 კგ წონითი კატეგორია, რთულ და დაძაბულ ბრძოლაში ნახევარი კილოგრამი დათმო უკრაინელ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთან, დაამყარა მსოფლიო რეკორდი 187,5 კგ, მაგრამ კენჭისყრის შედეგების მიხედვით პირველი უწევდა წონაზე მისვლა, ამით ისარგებლა გამოცდილმა მოწინააღმდეგემ და ნახევარი კილოგრამით დაამძიმა სარეკორდო წონა და ჩემპიონობა არ დაუთმო ცოტნეს. საბოლოოდ მეორე ადგილს დავჯერდით

ლევან გილიგაშვილმა ასევე დაძაბულ ბრძოლაში მეორე ადგილი მოიპოვა, 200-200 კგ დასძლიეს ავსტრალიელმა და ლევანიმ მაგრამ ლევანი 500 გრამით მძიმე აღმოჩნდა და მეორე ადგილზე გავიდა.  

ასევე დაძაბული ბრძოლა მოუწია დავით გაბელაიას ორი თანაბარი დონის ამერიკელ მოწინააღმდეგებთან, მეორე მისვლის შემდეგ მეორე ადგილი გარანტირებული ჰქონდა მაგრამ გადაწყვიტა გაერისკა და საჩემპიონო წონაზე შევიდა მესამე ცდაზე, ძალიან ახლოს იყო წარმატებასთან, მაგრამ სამწუხაროდ წონა,  225 კგ, ვერ ჩათვალა და საბოლოოდ მესამე ადილზე დარჩა.

21 მაისს,  შეჯიბრების დამამთავრებელ დღეს ჩატარდა მძიმეწონოსანთა შეჯიბრი შეჯიბრი მონაწილეთა აწონვა დაგეგმილი იყო 11 საათზე, მაგრამ ორგანიზატორებმა წინა დღეს აწონვა გადაიტანეს 9 საათზე, რაზეც ჩვენი გუნდი არ იყო ინფორმირებული. ჩვენდა სამწუხაროდ ნიკოლოზ ოსიტაშვილმა ვერ შესძლო შეჯიბრზე მონაწილეობის მიღება. მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა ბოდიში კი მოიხადა მაგარამ ბოდიში დაჯილდოების ფიცარნაგზე ვერ დაგაყენებს, ასე, რომ დავკარგეთ კიდევ ერთი შანსი, შეიძლება არა ჩემპიონობის მაგრამ საპრიზოსი მაინც.

ბოლოს გვინდა ავღნიშნოთ, რომ ასეთი წარმატება საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ისტორიაში ბოლოს იყო 23 წლის წინ.

დიდი მადლობა გვინდა მოვუხადოთ ყველა გულშემატკივარს, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შინაგან დაქმეთა სამინისტროს, ქ. სიღნაღის მუნიციპალიტეტს, ქ. თბილისის მერიას, განსაკუთრებით ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ შიოშვილს, რომელსაც ლომი წვლილი მიუძღვის გუნდის წარმატებაში, ნაკრების მთავარ მწვრთნელ შოთა ბეჟაშვილს, გუნდის მწვრთნელ ბორის სარალიძეს, რომელიც გაყჰვა გუნდს სამხრეთ აფრიკაში და წარმატებით გამოიყვანა სპორტსმენები, ვიცე პრეზიდენტ ნიკოლოზ სარალიძეს, გენერალურ მდივან ელგუჯა კვიკვინიას და ფედერაციის მთლიან შემადგენლობას, რომალთა თანაგომითაც შესძლო ჩვენმა გუნდნა გამზავრება,  მონაწილეობის მიღება და წარმატების მოპოვება.

საქართველოს ნაკრებმა გუნდმა არასრული შემადგენლობით მსოფლიოს 19 გუნდში დაიკავა გუნდური მეხუთე ადგილი.

იხილეთ შეჯიბრების ტექნიკური ცხრილი

კიდევ ერთხელ გვინდა მივულოცოთ ჩვენს ნაკრებს საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენა მსოფლიო არენაზე.















შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity