სიახლეები
2016-04-01 - საქართველოს თასის გათამაშება სამჭიდსა და წოლჭიმში
2016 წლის 27 მარტს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს თასის გათამაშება ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში ყველა ასაკობრივ კატეგორიაში. ძალისმიერ სამჭიდში მონაწილეობდა 32 სპორტსმენი. 29 მამაკაცი და 3 ქალი, წოლჭიმში 55 სპორტსმენი.  წოლჭიმში დამყარდა საქართველოს 4 რეკორდი, სამჭიდში კი  რეკორდი 22–ჯერ გაუმჯობესდა, შეჯიბრებაში მონაწილებდა გუნდები სიღნაღიდან, თელავიდან, ქუთაისიდან ახალციხიდან მარნეულიდან და თბილისიდან. გათამაშდა საერთო გუნდური თასი რომელიც მოიპოვა ქ. სიღნაღის გუნდმა (მწვრთნელი შოთა ბეჟაშვილი), მეორე ადგილზე გავიდა ქ. თელავის კლუბი "ტიტანი" (მწვრთნელი არჩილ შაშურაშვილი), ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გუნდი (მწვრთნელი სპარტაკ თაქთაქიძე). აღსანითნავია რომ თელავის  და ახალციხის გუნდები  ახალი დაფუძნებული არინ, მაგრამ მიუხედავად ამისა მათ შესძლეს და გადაუსწრეს უფრო გამოცდილ კლუბბს. შეჯიბრების შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ ის სპორტსმენები რომლების ნაკრები გუნდის შემადგენლობაში გაემგზავრებიან მსოფლიო ჩემპიონატზე წოლჭიმში (15–21 მაისი, სამხრეთ აფრიკა)  და მსოფლიო ჩემპიონატზე სამჭიდში (19–26 ივნისი, აშშ). სპორტსმენები და გუნდები დააჯილდოვეს ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ შიოშვილმა, ვიცე–პრეზიდენტმა ნიკოლოზ სარალიძემ და ნაკრები გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შოთა ბეჟაშვილმა. მთავარი მსაჯი ფიცარნაგზე – თამარ ბერიძე. მთავარი მსაჯი – ელგუჯა კვიკვინია.
იხილეთ შეჯიბრების შედეგები
 

 

















შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity