სიახლეები
2016-03-13 - მცირე ვერცხლი და ბრინჯაო
2016 წლის 5–12 მარტს ესტონეთის ქ. ტარტუში ჩატარდა ევროპის კლასიკური ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში EPF. ჩვენი გუნდი ამ ფორუმზე წარდგენილი იყო 3 სპორტსმენით, 66 კგ წონით კატეგორიში – ჯაბა ღობნელიშვილი, 83 კგ წონით კატეგორიაში – ზურაბ ძამუკაშვილი და 105 კგ წონით კატეგორიაში არჩილ შაშურაშვილი. ჯაბა ღობნელიშვილმა სამჭიდის ჯამში დააგროვა  545 კგ და თავის წონით კატეგორიაში დაიკავა მეშვიდე ადგილი, ხოლო ცალკეულ მოძრაობა ამოწევაში დაიკავა მესამე ადგილი და დაჯილდოვდა მცირე ბრინჯაოს მედლით. ძურაბ ძამუკაშვილმა, რომლისაგან ევროპის რეკორდის დამყარებას ველოდით, საჭმლისაგან მოწამვლის გამო შეჯიბრის წინა დღე საავადმყოფოში გაატარა და სამწუხაროდ ვერ შესძლო გამოსვლა შეჯიბრზე. არჩილ, შაშურაშვილმა კი 105 კგ წონით კატეგორიაში დაიკავა მეცხრე ადგილი შედეგით 750 კგ, ცალკეულ მოძრაობა ჩაჯდომში კი დაიკავა მეორე ადგილი და დაეუფლა მცირე ვერცხლის მედალს. ჩვენმა გუნდმა 22 ქვეყანას შორის დაიკავა გუნდური მეთოთხმეტე ადგილი.   
შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity