სიახლეები
2016-02-07 - 2016 წელი ახალი წარმატებებით დაიწყო
საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ აღიარებულ იქნა საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია, რომელიც აღიარებს და განუხრელად იცავს ოლიმპიური ქარტიის პრინიპებს.  ფედერაციის პრეზიდენტი  ბატონი თამაზ შიოშვილი, რომელიც ერთი წელიც არ არის რაც არჩეულ იქნა  ფედერაციის პრეზიდენტად, აქტიურად თანამშრომლობს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან, რამაც განაპირობა ჩვენი სპორტის წარმატება. გასულ წელს პირველად  დაფინანსდა ნაკრები გუნდის გამგზავრება ევროპის თასზე, 2016 წლიდან კი  ფედერაციას დაენიშნა სახელმწიფო ბიუჯეტი ეს არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი ახალი წარმატებებისკენ. საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის პრეზიდიუმი დიდ მადლობას უხდის ბატონ თამაზ შიოშვილს  და ულოცავს ამ წარმატებას. ასევე დიდი მადლობა სპორტის სამინისტროს ახალ გუნდს, რომელმაც დააფასა ჩვენი ფედერაციის და სპორტსმენების შრომა. 

შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity