სიახლეები
2019-05-13 - თბილისის თასის ღია გათამაშება წოლჭიმში
2019 წლის 11 მაისს ქ. თბილისში, “ჰუალინგ პლაზას“ სავაჭრო ცენტრში ქ. თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა თბილისის თასის ღია  გათამაშება წოლჭიმში, რომელშიც  თბილისის კლუბებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს რეგიონულმა სპორტულმა კლუბებმა და სპორტსმენებმა. შეჯიბრება გახსნა თბილისის ფედერაციის პრეზიდენტმა ნიკოლოზ სვანიშვილმა, რომელმაც  მოკლედ ისაუბრა თბილისის ფედერაციის გეგმებზე და წარმატება უსურვა  სპორტსმენებს, ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ შიოშვილი და ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ სარალიძე, შემდგომ სიტყვით გამოვიდა ფედერაციის გენერალური მდივანი ელგუჯა კვიკვინია რომელმაც მონაწილეებს და მაყურებლებს გააცნო შეჯიბრების განრიგი. შეჯიბრებას სჯიდნენ მთავარი მსაჯი ვალერი შარმიაშვილი, მთავარი მსაჯი ფიცარნაგზე  მსოფლიო ჩემპიონი შოთა ბეჟაშვილი, გვერდითი მსაჯები ნუგზარ დავითური, ხვიჩა მამედოვი და ზურაბ ჭავჭანიძე.შეჯიბრი ჩატარდა ქალებში ღია ასაკობრივ კატეგორიაში, მამაკაცებში კი ჭაბუკებში, ახალგაზრდებში, ღია და ვეტერანთა შორის. თბილისის ათლეტიზმის ფედერაციას ხუთი საუკეთესო მამაკაცისთვის და სამი საუკეთესო ქალისთვის IPF კოეფიციენტის მიხედვით  ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით დაწესებული ჰქონდა ფასიანი პრიზები - სპორტული საკვები დანამატები, რომლებიც გადაეცა გამარჯვებულებს. ასევე დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები წონითი და ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით მედლებით და სიგელებით.  ედეგები იხილეთ ბმულზე.
IPF კოეფიციენტით მამაკაცებში საკვები დანამატებიგადაეცათ:
I ადგილი - 400 ლარიანი ვაუჩერი გიორგი ბეროშვილს თბილისი;
II ადგილი - 350 ლარიანი ვაუჩერი ცოტნე ბეჟაშვილს სიღნაღი;
III ადგილი - 300 ლარიანი ვაუჩერი ლევან გილიგაშვილს თბილისი;
IV ადგილი - 250 ლარიანი ვაუჩერი ლევან მთიულიშვილს თელავი;
V ადგილი - 200 ლარიანი ვაუჩერი ბექა გელაშვილს სიღნაღი.
ქალებში: 
I ადგილი - 150 ლარიანი ვაუჩერი ციკო ზედელაშვილს სიღნაღი;
II ადგილი - 100 ლარიანი ვაუჩერი მთვარისა ხარძიანს თბილისი;
III ადგილი - 50 ლარიანი ვაუჩერი ეკატერინე წერონელს თბილისი;
გამოვლინდა ასევე გუნდური გამარჯვებულები.
I ადგილი თბილისის სპორტული კლუბი „პაუერლიფტინგი“;
II ადგილი ქ. სიღნაღის გუნდი;
III ადგილი  დედოფლისწყაროს გუნდი „ლეგიონი“.













შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2019
mycity