სიახლეები
2019-03-29 - თბილისის ღია ჩემპიონატი წოლჭიმში
თბილისის ათლეტიზმის ფედერაცია 2019 წლის 4 მაისს ქ. თბილისში, თბილისის მერიის მხარდაჭერით და დაფინანსებით ატარებს თბილისის ღია ჩემპიონატს წოლჭიმში ქალებსა და მამაკაცებში ყველა ასაკობრივ კატეგორიაში.  ყველა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან მედლებით და სიგელებით, ასევე IPF კოეფიციენტით დაჯილდოვდებიან  საუკეთესო სპორტსმენები საკვები დანამატების ვაუჩერით.
მამაკაცებში:
I ადგილი - 400 ლარიანი ვაუჩერი;
II ადგილი - 350 ლარიანი ვაუჩერი;
III ადგილი - 300 ლარიანი ვაუჩერი;
IV ადგილი - 250 ლარიანი ვაუჩერი;
V ადგილი - 200 ლარიანი ვაუჩერი;
ქალებში: 
I ადგილი - 150 ლარიანი ვაუჩერი;
II ადგილი - 100 ლარიანი ვაუჩერი;
III ადგილი - 50 ლარიანი ვაუჩერი;
თბილისის ათლეტიზმის ფედერაცია მადლობას უხდის ქ. თბილისის მერიას თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.
შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2019
mycity