სიახლეები
2018-10-01 - პრეზიდიუმი სხდომა

საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის

ოქმი

2018 წლის 30 ოქტომბერი                                                                                                                         ქ. თბილისში ქინძმარაულის ქ. #3

სხდომას ესწრებოდნენ:

თამაზ შიოშვილი - ფედერაციის პრეზიდენტი;

ნიკოლოზ სარალიძე - ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი;

შოთა ბეჟაშვილი - ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი;

ელგუჯა კვიკვინია - ფედერაციის გენერალური მდივანი;

ჯაბა ღობნელიშვილი - პრეზიდიუმის წევრი;

ზურაბ ძამუკაშვილი - პრეზიდიუმის წევრი;

ცოტნე ბეჟაშვილი - პრეზიდიუმის წევრი;

ლევანი გილიგაშვილი - პრეზიდიუმის წევრი;

ვალერი შარმიაშვილი - პრეზიდიუმის წევრი;

რუბენი ქარქუსაშვილი - პრეზიდიუმის წევრი;

სხდომაზე არჩეულ იქნა თავმჯდომარე - ვალერი შარმიაშვილი და სხდომის მდივანი ელგუჯა კვიკვინია.

სიტყვით გამოვიდა ფედერაციის პრეზიდენტი, რომელმაც მოკლედ ისაუბრა წლის განვლილ პერიოდზე  და სამომავლო გეგმებზე.

შემდეგ სიტყვით გამოვიდა ფედერაციის გენერალური მდივანი ელგუჯა კვიკვინია და დამსწრეთ გააცნო დღის წესრიგი:

1.                      ქუთაისელი სპორტსმენების სავიზო რეჟიმის დარღვევის საკითხის განხილვა.

2.                      საჯარიმო სანქციების შემოღება სავიზო რეჟიმისა და დოპინგის გამოყენებისთვის.

3.                      საქართველოს ჩემპიონატზე და თასზე სპორტსმენთა დაშვების ნორმატივების დამტკიცება;

4.                      საქართველოს ნაკრების წევრობისთვის განკუთვნილი ნორმატივის დამტკიცება;

5.                      საქართველოს ჩემპიონატზე მონაწილეთა წინასწარი დანაცხადის ფორმის დამტკიცება.

1.1 ქუთაისელი სპორტსმენების სავიზო რეჟიმის დარღვევის საკითხზე სიტყვით გამოვიდა ნიკოლოზ სარალიძე და კრებას გააცნი საქმის ვითარება, კერძოდ: 2018 წლის აპრილის თვეში ფედერაციას მიმართეს რიგმა სპორტსმენებმა, მათ შორის ქ. ქუთაისის სპორტკლუბ იმერეთის სამმა სპორტსმენმა - ამირან დოღონაძემ, გიორგი ბობოხიძემ, და დემურ გამრეკლიძემ თხოვნით, რომ ფედერაციის და საქართველოს ნაკრები გუნდის სახელით თავიანთი თანხებით გაეშვათ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ტარდებოდა ივნისში კანადაში. საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციამ მიმართა თხოვნით სპორტის სამინისტროს, რომელმაც თავის მხრივ გვიშუამდგომლა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საბუთები გადააგზავნა კანადის საკონსულოში თურქეთში, საიდანაც ვიზები მოვიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ნომინაციის ვადის გასვლის შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სპორტსმენები ვერ მოხვდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე სპორტსმენთა სიაში და შესაბამისად შეჯიბრზე გამგზავრებამ აზრი დაკარგა.

სამივე ზემოაღნიშნული სპორტსმენი ფედერაციისგან მალულად სექტემბრის თვეში გაემგზავრა კანადაში სადაც ისინი ჩაბარდნენ საემიგრაციო სამსახურს თავშესაფრის მოთხოვნით, რითაც დიდი ზიანი მიაყენეს ათლეტიზმის ფედერაციას და მის რეპუტაციას, როგოც საქართველოში ასევე მსოფლიო საერთაშორისო ფედერაციაში, ვინაიდან ვიზის მიღების ერთ-ერთი რეკომენდატორი მსოფლიო სერთაშორისო ფედერაცია იყო, საიდანაც ჩვენი ფედერაცია საჯარიმო სანქციებს ელოდება.

როგორც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ სარალიძემ განმარტა მასსა და ამირან დოღონაშეს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება დაეკისრებინა მათთვის ფულადი სანქციები. ამირან დოღონაძემ შემოიტანა თანხა 3750 ლარის ოდენობით.

ფედერაციამ იმსჯელა ზემოაღნიშნულზე და დაადგინა:

სავიზო რეჟიმის დარღვევისთვის და ფედერაციის დისკრედირაციისთვის თითოეულ სპორტსმენს დაეკისროს ფულადი სანქცია 5000 ლარის ოდენობით, ამირად დოღონაძეს ჩაეთვალოს გადახდილად, ვინაიდან დროულად მოახდინა რეაგირება და გააცნობიერა დანაშაული. ასევე სამივე სპორტსმენს მიეცეს დიკვალიფიკაცია სამი წლით, გუნდის ხელმძღვანელს  ზურაბ ჩხეტიანს მიეცეს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია ხოლო ქუთაისის გუნდს მოეხსნას დისკვალიფიკაცია

ფედერაციამ იმსჯელა ასევე ვიცე-პრეზიდენტის ნიკოლოზ სარალიძის საქციელზე, რომელმაც ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება  გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, საქართველოს ნაკრები გუნდის მწვრთნელი არ ჩააყენა საქმის კურსში კანადაში წამსვლელ სპორტსმენებთან დაკავშირებით  და  დაეკისროს მას ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და სამი თვით შეუწყდეს უფლებამოსილება.

2.1 პრეზიდიუმმა იმსჯელა სავიზო რეჟიმისა და დოპინგის გამოყენებისთვის სანქციების დაწესებაზე და დაადგინა:

სპორტსმენი, რომელიც მხილებული იქნება აკრძალული პრეპარატის მიღებაში დაჯარიმდეს 10000 ლარით

სპორტსმენი რომელიც დარღვევს სავიზო რეჟიმს დაჯარიმდეს 15000 ლარით.

3.1 პრეზიდიუმმა იმსჯელა საქართველოს ჩემპიონატზე და თასზე სპორტსმენთა დაშვების ნორმატივებზე და დაადგინა შემდეგი:

საქართველოს ჩემპიონატზე და თასზე  დაიშვას მხოლოდ ის სპორტსმენები რომლებიც დააგროვებენ ვილკსით შემდეგ კოეფიციენტებს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.

ღია ასაკობრივი კატეგორია - სამჭიდი 350 ქულა, წოლჭიმი 95 ქულა.

ახალგაზრდები - სამჭიდი 330 ქულა, წოლჭიმი 85 ქულა.

ჭაბუკებში და ვეტერანებში არ არის შეზღუდვა.

4.1 პრეზიდიუმმა იმსჯელა საქართველოს ნაკრების წევრობისთვის განკუთვნილი ნორმატივებზე და დაადგინა:

საქართველოს ნაკრების წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ნორმატივებს ვილკსის კოეფიციენტის მიხედვით:

სამჭიდი ღია ასაკობრივი კატეგორია 465 ქულა, წოლჭიმი 125 ქულა;

სამჭიდი ჭაბუკები 400 ქულა, წოლჭიმი 115 ქულა;

სამჭიდი ახალგაზრდები 430 ქულა, წოლჭიმი 120 ქულა;

სამჭიდი ვეტერანები 400 ქულა, წოლჭიმი 120 ქულა.

ნაკრები გუნდს ადგენს გუნდის მთავარი მწვრთნელი პრეზიდიუმთან შეთანხმებით.

5.1 ფედერაციის პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება შემუშავდეს მონაწილეთა ნომინაციის ფორმა რომელიც გამოქვეყნება საიტზე და რომელიც შევსებული სახით გუნდმა ან ინდივიდუალურმა სპორტსმენებმა ფედერაციაში უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე შეჯიბრამდე ერთი თვით ადრე ანტიდოპინგური ტესტის 25 ლარის გადახდის ქვითართან ერთად. თანხა უნდა იყოს გადახდილი ფედერაციის ანგარიშზე, რომელიც მითითებული იქნება წინასწარი ნომინაციის ფორმაში.

 

 

სხდომის თავმჯდომარე                                           ვ. შარმიაშვილი

 

 

სხდომის მდივანი                                                      ე.კვიკვინია


შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2018
mycity