სიახლეები
2018-05-20 - ოქრო მსოფლიო ჩემპიონატიდან
2018 წლის 14 18 მაისს ფინეთის ქ. ვანტააში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი წოლჭიმში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრებმა გუნდმა, ჩვენი დელეგაცია ამ შეჯიბრზე წარმოდგენილი იყი სამი სპორტსმენით - არსენაშვილი ნიკა ახალგაზრდები 74 კგ წ.კ., ჯიმი ნანდოშვილი ახალგაზრდები 83 კგ წ.კ. და ლევან გილიგაშვილი ღია ასაკობრივ კარეგორიასი 83 კგ.წ.კ.  და ერთი გუნდის ხელმძღვანელით - ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ სარალიძე.
ნიკა არსენაშვილმა ახალგაზრდებში 74 კგ წ.კ. დასძლია 160 კგ და დაიკავა მეექვსე ადგილი, სამწუხაროდ მხრის ტრავმის გამო მან ვერ შესძლო თავისი საუკეთესო შედეგის ჩვენება, 83 კგ წონით კატეგორიაში პირველობა შედეგით 195 კგ არავის დაუთმო სიღნაღელმა სპორტსმენმა ჯიმი ნამდოშვილმა და მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. რაც შეეხება ლევან გილიგაშვილს რომელიც ასევე 83 კგ. წონით კატეგორიაში გამოდიოდა ღია ასაკობრივ კატეგორიაში დამწუხაროდ საწყისი წონა  ვერ ჩათვალა და გამოეთიშა შეჯიბრს.
იხილეთ ჩემპიონატის შედეგები. http://goodlift.info/onecompetition_bp.php?lid=0&cid=440
 




შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2018
mycity