სიახლეები
2018-05-29 - შოთა ბეჟაშვილის სახელობის ტურნირი
2018 წლის 28 მაისს ქ. სიღნაღში გაიმართა შოთა ბეჟაშვილის სახელობის ტურნირი წოლჭიმში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქარღველოს  როგორც უძლიერესმა სპორტსმენებმა, ასევე ახალგაზრდა და ვეტერანმა სპორტსმენებმა. შოთა ბეჟაშვილის მოსწავლემ, ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა და ევროპის ჩემპიონმა ჯიმი ნანდოშვილმა 83 კგ წონით კატეგორიაში ორჯერ გააუმჯობესა თავისისვე საქართველოს რეკორდი და საბოლოოდ დააფიქსირა 197.5 კგ., ასევე  შსს  გუნდის წარმომადგენელმა თეიმურაზ გოგოლაძემ დაამყარა რეკორდი ვეტერანებში 93 კგ წონით კატეგორიაში  185 კგ. აბსოლუტური შედეგი კი 220 კგ მაჩვენები იქნა თბილისელი სპორტსმენის რუბენ ქარქუსაშვილის მიერ. ვილკსის კოეფიციენტით საუკეთესო შედეგიაჩვენა ჯიმი ნანდოშვილმა და მოიპოვა შოტა ბეჟაშვილის სახელობის თასი. 
 შეჯიბრების შემდეგ ჩატარდა სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიალი. შეჯიბრებას სჯიდნენ ეროვნული კატეგორიის მსაჯები შოთა ბეჟაშვილი, ლევან გილიგაშვილი, ზურაბ ძამუკაშვილი, ვალერი შარმიაშვილი, ცოტნე ბეჟაშვილი შეჯიბრის წამყვანი ელგუჯა კვიკვინია.
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია მადლობას უხდის ქ. სიღნაღის მუნიციპალიტეტს და მის მერს ბატონ გიორგი გოგილაშვილს, სპორტსკოლის დირექტორ ბატონ როსტომ თორთაშვილს თანადგომისა და მხარდაწერისათვის.







შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2018
mycity