სიახლეები
2018-07-05 - საქართველოს 2018 წლის თასის გათამაშება
2018 წლის 29-30 ივნისს ქ თელავში ჩატარდა თელაველი სპორტსმენების გიორგი რეხვიაშვილისა და ბექა ბოჭორიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი  საქართველოს თასის გათამაშება ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში . 29 ივნისს ჩატარდა შეჯიბრი ძალისმიერ სამჭიდში, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები  გუნდურ ეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა ქ. თელავის კლუბმა "ტიტანი", მეორე ადგილზე გავიდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა ქ. სიღნაღის გუნდმა იხ.შეჯიბრის ოქმი
30 ივნისს ჩატარდა შეჯიბრი წოლჭიმში სადაც მონაწილეობა მიიღო 46-მა სპორტსმენმა. წოლჭიმის შედეგების მიხედვით დაკომპლექტება საქართველოს გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე. საუკეთესო შედეგი ვილკსის კოეფიციენტით აჩვენა სიღნაღელმა სპორტსმენმა გიორგი ბეჟაშვილმა 74 კგ წონით კატეგორიაში აჭიმა 182,5 კგ, აბსოლუტური შედეგი 222.5 კგ  120 კგ წონით კატეგორიაში აჩვენა თბილისელმა სპორტსმენმა რუბენ ქარქუსაშვილმა, ასევე დაუძაბავად ჯიმი ნანდოშვილმა აჭიმა 190 კგ 83 კგ წონით კატეგორიაში.  ვეტერანმა სპორტსმენმა კობა კობახიძემ 105 კგ წონით კატეგორიაში ვეტერანებს შორის დაამყარა საქართველოს რეკორდი 187,5 კგ. რაც შეეხება გუნდურ ჩათვლას, პირველ ადგილზე გავიდა ქ. თელავის გუნდი, მეორე ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა ქ. სიღნაღის გუნდმა.
შეჯიბრებას სჯიდნენ ეროვნული კატეგორიის მსაჯები შოთა ბეჟაშვილი, ლევან გილიგაშვილი, ზურაბ ძამუკაშვილი, ვალერი შარმიაშვილი, ცოტნე ბეჟაშვილი შეჯიბრის წამყვანი ელგუჯა კვიკვინია.



..



შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2018
mycity