სიახლეები
2018-05-10 - ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ევროპის ჩემპიონატზე ძალისმიერ სამჭიდში, რომელიც ტარდება 6–12 მაისს ჩეხეთის ქ. პილზენში საქართველოდან 83 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობდა  39 წლის   თელაველი სპორტსმენი ,ზურაბ ძამუკაშვილი. სამწუხაროდ მას მარტო მოუხდა წასვლა ამ შეჯიბრზე მაგრამ მიუხედავად ამისა მან აჩვენა შესანიშნავი შედეგი ამოწევაში 317,5 კგ, რომლითაც დაიკავა პირველი ადგილი და გახდა ჩემპიონი ამ მოძრაობაში. სამჭიდის ჯამში კი დაიკავა მეხუთე ადგილი შედეგით 742,5კგ. საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია ულოცავს ზურაბ ძამუკაშვილს, მის გულშემატკივრება და საქართველოს ამ წარმატებას.
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია დიდ მადლობას უხდის უკრაინის ნაკრები გუნდის მწვრთნელებს, რომლებიც დაეხმარნენ ზურაბ ძამუკაშვილს შეჯიბრზე გამოსვლაში.







შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2018
mycity