სიახლეები
2018-03-24 - 2018 წლის ევროპის თასის გათამაშება ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში
2018 წლის 22–25 მარტს ბელორუსიის ქ. ოშმიანიში ჩატარდა ევროპის კლასიკური თასის გათამაშება ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში. საქართველო ამ შეჯიბრზე წარმოდგენილი იყო ორი სპორტსმენით, 66 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა შსს გუნდის წარმომადგენელმა თეიმურაზ კალანდაძემ შედეგით 120 კგ,  მისმა თანაგუნდელმა ლევან მთიულიშვილმა 105 კგ წონით კატეგორიაში დაიკავა მეორე ადგილი შედეგით 185 კგ.  გუნდს მწვრთნელის რანგში ახლდა მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი და ევროპის თასის მფლობელი დავით გაბელაია. ვულოცავთ ქართველ ათლეტებს, ფედერაციას და გულშემატკივრებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს.







შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2018
mycity