სიახლეები
2018-03-11 - ჩემპიონთა ჩემპიონატი
2017 წლის 10 მარტშ ქ. თბილისში ჩატარდა ჩემპიონთა ჩემპუიონატი წოლჭიმსა და ამოწევაში, სადაც გამოვიდნენ საქართველოს უძლიერესი სპორტსმენები, რომელთა შორის ვილკსის კოეფიციენტით გამოვლინდნენ  საუკეთესოები საუკეთესოთა შორის.
ჯერ ჩატარდა შეჯიბრი წოლჭიმში სადაც მონაწილეობა მიიღო შვიდმა სპორტსმენმა. პირველი ადგილი კოეფიციენტით 123.88 დაიკავა ქუთაისელმა სპორტსმენმა ზურაბ ჩხეტიანმა, მეორე ადგილზე გავიდათბილისელი სპორტსმენი ლევან გილიგაშვილი შედეგით 122.78, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა თელაველმა სპორტსმენმა ნიკა არსენაშვილმა შედეგით 122,28.
წოლჭიმის დამტავრების შემდეგ ჩატარდა შეჯიბრი ამოწევაში, აქ მონაწილეობდა ექვსი სპორტსმენი, პირველი ადგილი დაკავა თბილისელმა სპორტსმენმა ჯაბა ღობნელიშვილმა კოეფიციენტით 182, 95, მეორე ადგილზე გავიდა ასევე თბილისელი რობენ ქარქუსაშვილი შედეგით 176,01, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ქუთაისელი სპორტსმენი ზურაბ ჩხეტიანი შედეგით 172,05. აღსანიშნავია, რომ კონკურსგარეშე ეკიპირებით მონაწილეობდა თელაველი სპორტსმენი ზურაბ ძამუკაშვილი, რომელიც ემზადება მსოფლიო ჩემპიონატისათვის (მაისი ჩეხეთი) და  ამოწია 320 კგ, რაც კოეფიციენტით შეადგენს 210,66.
შეჯიბრების პრიზიორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.





შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2018
mycity